ავტომობილში „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება გადავადდა

ავტომობილში „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება გადავადდა

access_time2022-01-23 13:00:53

ავტომობილების ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა. ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2023 წლამდე ავტომობილში სავალდებულო არ იქნება: ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. ასევე არ ამოქმედდება „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება, გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან პირველი იანვრიდან. „კატალიზატორი“ მოეთხოვებათ ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს“,- აცხადებს დავით მესხიშვილი და იქვე ამატებს, რომ  გადავადდა ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებაც.

„მომავალი წლიდან CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დარეგისტრირდნენ 2020 წლის პირველ აპრილამდე. ხოლო ავტომობილებისთვის, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან დარეგისტრირდნენ, შემდეგი ნორმები მოქმედებს: CO დატვირთული ბრუნვით 0.3%, დაუტვირთავი ბრუნვით 0.5%, მათ ასევე მოეთხოვებათ ლამბდა კოეფიციენტი (კატალიზური კონვერტორი) რომლის დადგენილი ნორმაა 1+- 0.03%. გამკაცრება კი ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, ეს ნორმა 2023 წლიდან - 0,55% იქნება (2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულებისთვის), 2024 წლიდან - 0,5%, ხოლო უკვე 2025 წლიდან  (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0,3%“, - წერს დავით მესხიშვილი. 

შეგახსენებთ, ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლის პირველი იანვრიდან უნდა გამკაცრებულიყო. ამავე პერიოდიდან უნდა ამოქმედებულიყო სატრანსპორტო საშუალებაში „კატალიზატორის“, ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონის ვალდებულება. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up