სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიღნაღის თაღი დაზიანდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მუნიციპალიტეტის ცნობით, აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში დაიწყება.