საქართველოშ ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე არსებობს როგორც „კომერსანტთან“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და განხილვებიც მიმდინარეობს.
რეგულაციების დაწესების მიზანი, როგორც იმედა მაკასარაშვილი განმარტავს, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„ავტოსკოლები კერძო ბიზნესის სექტორია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ასწავლოს მოქალაქეებს როგორც თეორიული ნაწილი, ასევე ავტომობილის მართვა. იმის გამო რომ ბაზარი თავისუფალია, ზუსტად რამდენი კომპანიაა, ინფორმაცია არ გვაქვს. ცვლილებებზე აქტიურად ვმუშაობთ. ავტოსკოლებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტი უკვე მომზადებულია, ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლებმა უკვე იციან, როგორც კი დასრულდება განხილვა, მათ და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. მიზანი ერთია, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი“ - აღნიშნა იმედა მაკასარაშვილმა.
ზუსტად რას მოიცავს რეგულაციები ჯერ-ჯერობით უცნობია, დოკუმენტის დეტალები პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.