ავტოსკოლების მიმართულებით არის განუკითხაობა, იმიტომ რომ ეს საქმიანობა დღეს არ საჭიროებს ნებართვას - დავით მესხიშვილი

ავტოსკოლების მიმართულებით არის განუკითხაობა, იმიტომ რომ ეს საქმიანობა დღეს არ საჭიროებს ნებართვას - დავით მესხიშვილი

access_time2022-11-29 15:20:26

კომპლექსური მიდგომისთვის ავტოსკოლების რეფორმირება და ზოგადად ამ მიმართულების რეგულირებაა საჭირო, - მიიჩნევს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი.


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ავტოსკოლების მხრივ ქვეყანაში განუკითხაობაა, ამ საქმიანობის სერტიფიცირება არ ხდება და დღეს ავტოსკოლის გახსნა ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.


„ჩემი აზრით, ავტომობილის ტექნიკური დეტალები ავტოსკოლაში უნდა ისწავლებოდეს და აქამდეც უნდა ესწავლებინათ. ავტოსკოლების შემთხვევაში არის განუკითხაობა და პრაქტიკულად რთული დასადგენია, დღეს ვინ წარმოადგენს ავტოსკოლას, იმიტომ რომ ეს საქმიანობა არ საჭიროებს ნებართვას.


ეს სფერო აბსოლუტურად დაურეგულირებელია და ისიც კი არ ვიცით, რომ ამ პროფილით რამდენი სუბიექტია დაკავებული. თქვენც „კომერსანტის“ ოფისში შეგიძლიათ დააწეროთ ავტოსკოლა, აიყვანოთ ერთი ინსტრუქტორი და თავადაც მიიღოთ მოსწავლეები. დღეს ასეთი კანონმდებლობა გაქვს, რაც არის დაუშვებელი. ევროპაში არავის აქვს უფლება, რომ ავტოსკოლის საქმიანობა ნებართვის გარეშე განახორციელოს. რატომ? ის, რასაც ინსტრუქტორები, თუ მასწავლებლები ასწავლიან მძღოლობის კანდიდატს, უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და ადამიანის სიცოცხლეს რაც უკავშირდება, ის სისტემები უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ რეგულირებული. აქ იგულისხმება, რომ უნდა იყოს ერთიანი სასწავლო პროგრამა, უნდა იყოს პედაგოგი კვალიფიციური/სეტიფიცირებული, უნდა იყოს პრაქტიკის ინსტრუქტორი, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი და შესაბამისად, დადასტურებული საბუთით.



მთლიანად მოშლილია ეს სისტემა, მთლიანად მოშლილია სატარიფო სისტემაც. პირდაპირ გეტყვით, რომ სწავლების საფასური ხშირ შემთხვევაში საეჭვოდ დაბალიც კია, იმ მხრივ, რომ ვერც კი მიხვდებით, მართლა ავტოსკოლა თუ არის, ხარჯები მაინც ხომ უნდა დაფაროს. როგორ შეიძლება 30 ლარად ასწავლო 32 საათი? ანუ ესეც მოშლილია. საათებიც არ არის დადგენილი საბოლოოდ, რამდენი საათი უნდა ასწავლონ. არც ის არის დადგენილი, ვინმე აკონტროლებს თუ არა ამ საათების რაოდენობას. არც სასწავლო პროგრამაა, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზები არსებობს. თუმცა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად სწავლების პროცესი არის გაურკვეველი“, განმარტავს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი.


მესხიშვილი ამბობს, რომ ავტოსკოლების რეფორმირების გარეშე რეალური შედეგების მიღწევა გაჭირდება, რადგანაც სწავლების ერთიანი სისტემა არ არსებობს.


„მე რომ მკითხოთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა რეფორმა გავატაროთ იმ დონეზე, რომ მართვის მოწმობა აიღოს ადამიანმა, რომელსაც მართლა აქვს შესაბამისი ცოდნა, ამისთვის ავტოსკოლების რეფორმირება არის გარდაუვალი აუცილებლობა.


პატიოსანი ავტოსკოლებიც  არსებობენ, თუმცა ძალიან ბევრია თვითმარქვია ავტოსკოლები, რომელიც ხრიკებით, კოდირების გზით ასწავლიან თეორიულ გამოცდაზე, როგორ აიღოთ მართვის მოწმობა. ევროდირექტივა ნიშნავს იმას, რომ მართვის მოწმობა გაიცემოდეს ისეთ ადამიანზე, რომელსაც შესაბამისი ცოდნა აქვს. ამიტომ ავტოსკოლების რეფორმირების გარეშე რეალური შედეგების მიღწევა გაგვიჭირდება. რეალური შედეგი კი არის ის, რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი გაიზარდოს და  გზებზე დაღუპული  საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტი  აღარ იყოს. ევროდირექტივის დანერგვა  უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საფუძვლიანი რეფორმა გაკეთდეს. საფუძვლიანი რეფორმა კი ნიშნავს ავტოსკოლების რეფორმირებას, ნიშნავს საგამოცდო სისტემების დახვეწას და ამ მიმართულებით ყველა თანამედროვე საგამოცდო ნაწილის გაზიარებას.“  აცხადებს მესხიშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up