რუსულმა მანქანათმშენებელმა ქარხანამ AvtoVAZ-მა Lada Vesta-ს წარმოება დაიწყო. ორი დღის განმავლობაში B0 ხაზიც ამოქმედდა (Lada Xray, Lada Largus და Renault Logan, Renault Sandero). თუმცა, ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, რომელი მოდელის წარმოებას დაიწებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ კვირაში კვლავ უმოქმედო იქნება Lada Granta-ს ხაზი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
მანამდე, AvtoVAZ-მა ელექტრონული კომპონენტების მიწოდების კრიზისის გამო და შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირების თავიდან ასაცილებლად თანამშრომლების კორპორაციული შვებულება აპრილისთვის გადადო. გარდა ამისა, ამ თვეში AvtoVAZ-მა Lada-ს ოჯახის ექვს ავტომობილზე ფასები უკვე ორჯერ გაზარდა (პირველად ფასები ფასების საშუალოდ 15,4%-ით გაიზარდა, შემდეგ კი 8%-ით).
AvtoVAZ-ის მიკროელექტრონიკის მთავარი მიმწოდებელი იყო Bosch, რომელმაც პროდუქტის მიწოდება უკვე შეწყვიტა.
kommersant.ru