„აწარმოე საქართველოს“ პროექტების დაფინანსებით  ჩვენ ვიყავით მესამე ბანკ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია“ - ტერაბანკი

„აწარმოე საქართველოს“ პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვიყავით მესამე ბანკ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია“ - ტერაბანკი

access_time2023-01-05 10:00:28

ჩვენი ბანკისთვის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რაც 2022 წელს დაკრედიტების შედეგებშიც გამოიხატა და ჩვენი საკრედიტო პორტფელი ამ მიმართულებით 20% - ით გაიზარდა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილემ ბექა ბიბილაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით ისეთ სისტემურ ბანკებთან, როგორიც TBC და საქართველოს ბანკია კონკურენცია ცოტა რთულია, თუმცა ტერაბანკს ამ მიმართულებითაც კარგი შედეგები აქვს. 


„ტერაბანკი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში აქტიურად იყო ჩართული და გამომდინარე იქიდან, რომ  სუბსიდირების პროგრამას მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს, ტერაბანკმა ბიზნესის დაფინანსება მიკრო და მცირე ბიზნესის  სეგმენტისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, შედეგად ჩვენ დავინახეთ მომხმარებლის მხრიდან უკუგება და 2022 წელს, ჩვენ ვიყავით მესამე ბანკი აწარმოე საქართველოს პროექტების დაფინანსებით, რაც საკმაოდ კარგი შედეგია“, - აღნიშნა ბექა ბიბილაშვილმა. 



ბიბილაშვილმა  გადაცემაში ეროვნული ბანკის პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების შესახებ მოსალოდნელი იყო. 


„რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ალბათ სწორად მართავს  მისი ძირითად მოვალეობაც ინფლაციის მართვაა და მკაცრი  მონეტარული პოლიტიკა  ინფლაციის  სტაბილურად შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი და საჭიროა“, - აღნიშნა ბექა ბიბილაშვილმა. 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up