სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვას, სააგენტოში სტაჟირებასა და დასაქმებას. ასევე, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებში უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალის ჩართვა.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს აქტიურ ჩართულობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.