ახლად გახსნილ კაფეს 10 000 ლარს ჯარიმას რომ უწერ, ეს არის არაადეკვატურობის პიკი

ახლად გახსნილ კაფეს 10 000 ლარს ჯარიმას რომ უწერ, ეს არის არაადეკვატურობის პიკი

access_time2020-06-16 11:30:09

„ახლად გახსნილ კაფეს, რომელიც ისედაც ჩაძირულია კორონავირუსის გამო 10 000 ლარს ჯარიმას, რომ უწერ არის არაადეკვატურობის პიკი. ეს არ არის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ეს არის ბიზნესის ჩაძირვა“, - ამის შესახებ კომერსანტს კაფე „თონეს“ თანამფლობელმა თაკო მახალდიანმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმის გადახდას არ აპირებს:

 

„კანონი კანონია და თუ წერია, რომ სტიკერები უნდა გვქონოდა, გასაგებია, არ გვქონდა  და უნდა დავჯარიმებულიყავით, მაგრამ ეს ჯარიმა უნდა იყოს ადეკვატური. თავს ვგრძნობთ ძალიან უსამართლო სიტუაციაში და არ ვიცი რისი იმედი უნდა მქონდეს. დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ გვქონდა სტიკერი სადაც ეწერებოდა, რომ დეზობარიერს ფეხი უნდა დაადგან, მაშინ როდესაც დეზობარიერი კარებთან დევს ისე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ფეხი არ დაადგა. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან არ არის გაკრული მითითება, რა ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, მაშინ როდესაც ერთი ფუნქცია აქვს და რეცხავს 75 გრადუსს ზევით. ასევე ოქმში წერია, რომ შენიშნეს როგორ შემოდის ბართან ადამიანი და ვიღებთ შეკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შეშვების უფლება, უსაფრთხების მიზნით არ ვუშვებთ შიგნით სტუმრებს, ეს შეგვიძლია დავუდასტუროთ ჩვენი კამერებით.სანამ დავიწყებდით მუშაობას სამჯერ გავუგზავნეთ მოთხოვნა, რათა მოსულიყვნენ ადგილზე, შევემოწმებინეთ და ეთქვათ ის მითითებები რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის, მაგრამ პასუხი არცერთხელ მიგვიღია“, - განმარტვას თაკო მახალდიანი.

 

ჯარიმის გადახდას არ აპირებს არც სამაგიდო თამაშების კლუბის „წიბახას“ დამფუძნებელი გიგა წიბახაშვილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ბიზნეს სუბიექტების დაჯარიმება თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული. როგორც წიბახაშვილი აცხადებს, გადასახდელი 10 000 ლარი შესაძლოა გაკოტრების საფასური გახდეს.


 

„დავალება ჰქონდათ ასეთი, რის გამოც მიზეზს ეძებდნენ და იპოვეს. გვკითხეს ჩავუტარეთ თუ არა თანამშრომლებს ტრენინგი კორანავირუსის თაობაზე, ვუთხარით რომ ჩავუტარეთ, მოგვთხოვეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც უბრალოდ თანამშრომლების ხელმოწერა იქნებოდა. ამ დოკუმენტის ქონის ვალდებულება არ გვქონდა, გადაწყვიტეს, რომ ტრეინინგი არ ჩაგვიტარებია. კიდევ ერთი მიზეზი იყო სტიკერი, რომელზეც ეწერებოდა რომ დეზობარიერს უნდა დააბიჯო, დღეს, რომ მივედი ჯარიმის ჩასაბარებლად თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც მე მაჯარიმებს ეს სტიკერი არ ჰქონდა. პირდაპირ გაწერილი არსად არაა, რომ ესეთი სტიკერი უნდა მქონდეს. რა თქმა უნდა ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, ამ ეტაპზე ვგეგმავთ რომ გავასაჩივროთ.

 

რეალურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რადგან, ორი თვე არ გვიმუშავია, რა დროსაც ხარჯები გვქონდა, ჩვენი ბიზნესი ისედაც გაკოტრებასთან ახლოს იყო და ეს 10 000 ლარი შეიძლება გაკოტრების საფასური იყოს. სანამ გავიხსნებოდით უნდა მოსულიყვნენ და შევემოწმებინეთ,რჩევა მოეცათ. ეს არ მოხდა, პირდაპირ მოვიდნენ, რომ დავეჯარიმებინეთ.“, -აცხადებს  გიგა წიბახაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გასული კვირის ბოლოს კვების 26 ობიექტი შეამოწმა და 16 მათგანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა.

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up