ახალმა ზელანდიამ მიიღო კანონი, რომელიც სამუდამოდ კრძალავს თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.
კანონი ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, ის ითვალისწინებს თამბაქოს გაყიდვის აკრძალვას განსაზღვრული თარიღის შემდეგ დაბადებულთათვის. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით, რომლის ოდენობაც 150 000 ახალზელანდიური დოლარამდეა (95 910 აშშ დოლარი).
კანონი ასევე შეამცირებს თამბაქოს ნაწარმში დაშვებული ნიკოტინის რაოდენობას და 90%-ით შეამცირებს საცალო მოვაჭრეების რაოდენობას, რომლებიც თამბაქოს რეალიზაციის ლიცენზიას მიიღებენ. Reuters-ის ცნობით, ასეთი ვაჭრების რაოდენობა ქვეყანაში 6000-დან 600-მდე შემცირდება 2023 წლის ბოლომდე.
როგორც ჯანდაცვის მდივნის თანაშემწემ, დოქტორმა აიეშა ვერალმა განაცხადა, აღნიშნული კანონი დაეხმარება „ათასობით ადამიანს იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად“, ხოლო ჯანდაცვა მიიღებს დამატებით 5 მილიარდ დოლარს მოწევით გამოწვეული დაავადებების, როგორიცაა კიბო, გულის შეტევა და ინსულტის არარსებობის გამო.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 38 ქვეყანას შორის ახალ ზელანდიას აქვს ზრდასრულთა მოწევის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ხელმძღვანელობა აგრძელებს თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების გამკაცრებას, რათა ქვეყანა 2025 წლისთვის მოწევისგან თავისუფალი გახდეს.