ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია.
მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.