ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინა არდერნმა მკაცრი საყოველთაო „ლოქდაუნი“ კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაინფიცირების შემთხვევა ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ბოლო 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა.
მკაცრი „ლოქდაუნი“ ახალი ზელანდიის მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან, 3 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ოკლენდი და სანაპირო ქალაქი კორომანდელი კი, სადაც ინფიცირებულმა გარკვეული დრო გაატარა, შვიდი დღის განმავლობაში იქნებიან ჩაკეტილი.
ipn.ge