თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის ქირამ 3 000 დოლარს მიაღწია

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის ქირამ 3 000 დოლარს მიაღწია

access_time2022-03-28 17:30:28

თბილისის მასშტაბით, ბინის ქირა ერთბაშად 100 დოლარით და მეტადაც გაძვირდა. ამის მიზეზად უძრავი ქონების სააგენტოებში მოთხოვნის ზრდას ასახელებენ, რაც თავის მხრივ, საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლას უკავშირდება.


კომპანია ,,კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ გასაქირავებელი ბინების ფასი საშუალოდ 500 დოლარიდან იწყება, ხოლო ძირითადად ახალაშენებულ კორპუსებში 3 000 დოლარს აღწევს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა, ფასების ზრდის ტენდენცია ნამდვილად არის, ეს ძირითადად ეხება შედარებით ნაკლებფასიან ქირებს. 1500 დოლარსა და ზევით რა ფასებშიც ქირავდებოდა ბინები, შენარჩუნდა, მაგრამ 300 და 400 დოლარად საცხოვრებელი ფართები უკვე არ ქირავდება. მათი ფასი მოულოდნელად 500-600 დოლარი გახდა. ცვლილება  მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. ძირითადად არიან უკრაინელები და ბელარუსები, რუსები - ნაკლებად. გარდა ამისა, უფრო 6-7 თვის და მეტი ვადით ცდილობენ გაქირავებას.  უბნების მიხედვით საბურთალო-ვაკე-მთაწმინდა ყოველთვის მაღალი ფასით გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ,,იაფი ბინა“ არასად არ არის, ფასები ყველა უბანში გაზრდილია. ტარიფები მდებარეობის და კეთილმოწყობის მიხედვით მატულობს. ყველაზე მეტად მოთხოვნა 1000 დოლარამდე ღირებულების ბინებზეა“, - ამბობს ნელი გოგუაძე.



მისი თქმით, ტენდენცია სავარაუდოდ დიდხანს არ გაგრძელდება და როგორც კი პიკი გადაივლის, ფასი თანდათან დაიწევს.


,,არასტაბილური სიტუაციაა და ალბათ ცოტა ხანში გამოსწორდება. ბუმი პიკს ერთ თვეში აღწევს ხოლმე და მერე ჩაწყნარდება. ყველამ იცის, რა ღირს ბინა რეალურად, ბოლოს და ბოლოს მიწოდებაც აღარ იქნება და სიტუაცია მეტნაკლებად დალაგდება. ყველაფერი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, ბევრი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მდგმურები გაუშვა ბინიდან ან გაუძვირა, მაგრამ არიანი ისეთებიც, რომლებსაც ფასი არ შეუცვლიათ“, - ამბობს ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“.


,,თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარს ისედაც ჰქონდა მზარდი ტემპი, რაც განსაკუთრებით გაიზარდა  ფასის ნაწილში, – თებერვალსა და მარტის პირველ რიცხვებში. კერძოდ,  „უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები  გაზრდილია 19%-ით პრეპანდემიერ პერიოდთან 2019 წელთან  შედარებით; უძრავი ქონების ღირებულება 10%-ით, ხოლო ქირის ფასი 27%-ით გაიზარდა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up