„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები

access_time2021-10-30 20:12:44

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2021 წლის 29 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

 

საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2021 წლის თბილისის მერის არჩევნების წინ“, რესპოდენტებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: „აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2021 წლის 30 ოქტომბრის ქ. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში?”, „თბილისის მერობის რომელი კანდიდატი იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?”, რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას”, „როგორ შეაფასებდით ადგილობრივ თვითმმართველობებში შესაძლო კოალიციურ მმართველობას და არჩეულმა მერებმა და საკრებულოებმა, რომელი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაჭრელად უნდა შეცვალონ სტრატეგია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სულ 315 მოქალაქე გამოიკითხა, დასმულ შეკითხვებსა და პასუხებზე კი შემდეგი შედეგები დაფიქსირდა.

 

I - აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2021 წლის 30 ოქტომბრის . თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში?

ა) დიახ - 70%       

ბ) არა - 20%          

გ) არ მაქვს გადაწყვეტილი - 10%

 

II - თბილისის მერობის რომელი კანდიდატი იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?

ა) კახა კალაძე  - 35%      

ბ) ნიკა მელია - 25%

გ) ჯერ არ გადამიწყვეტია - 21 %

დ) არც ერთი კანდიდატი - 19%

 


III - რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას:

ა) კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები - 46%

ბ) კანდიდატის საარჩევნო პროგრამა - 29%

გ) კანდიდატის პარტიულობა - 25%  

 

IV - როგორ შეაფასებდით ადგილობრივ თვითმმართველობებში შესაძლო კოალიციურ მმართველობას?

ა) უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად - 13%

ბ) უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად - 8%

გ) დადებითად - 42%

დ) უარყოფითად - 8%

ე) თავს შევიკავებ - 29%

 

V - არჩეულმა მერებმა და საკრებულოებმა, რომელი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაჭრელად უნდა შეცვალონ სტრატეგია?

ა) სოციალური პოლიტიკა - 62%

ბ) სატრანსპორტო პოლიტიკა - 5%

გ) სამშენებლო პოლიტიკა - 11%

დ) სხვა (ასახელებს სურვილისამებრ რესპოდენტი) – 22%

 

სოცილოგიური გამოკითხვის მიზანს დედაქალაქში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რეალური განწყობებისა და თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სოცილოგიური კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.

 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, 2020 წელს გამოქვეყნდა „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.  

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემით, ქ. თბილისში 1 002 900 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურზე შედეგები ასე გადანაწილდა: კახა კალაძეს („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) მხარდაჭერა გამოუცხადა 216 344 ამომრჩეველმა (45.006%), ხოლო ნიკა მელიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 163 489 ამომრჩეველმა (34.011%).


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up