ახალგაზრდა არქიტექტორებმა თბილისის ულამაზესი კიბის აღდგენა დაიწყეს

ახალგაზრდა არქიტექტორებმა თბილისის ულამაზესი კიბის აღდგენა დაიწყეს

access_time2021-11-08 15:00:11

ქართველი და უცხოელი არქიტექტორების, მშენებლების, რესტავრატორების, არტისტებისა და პუბლიცისტების ჯგუფმა, რომლებსაც „პროექტი კიბე“ აერთიანებს, თბილისის ალბათ ყველაზე ლამაზი კიბის რესტავრაცია დაიწყეს. ეს არქიტექტურული ძეგლი ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, #7-ში მდებარეობს. ეს უნიკალური, შიდა ეზოიანი სახლი, რომელსაზ ხის ხვეული კიბე ამშვენებს, XIX საუკუნის მიწურულს აშენდა.



ცნობისთვის, სახლში, რომელსაც ეს უნიკალური კიბე ამშვენებს, თეატრისა და კინოს გამოჩენილი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა. კიბე, რომლის სიმაღლეც 13 მეტრია, 1959 წელს გადაღებული პოპულარული ფილმის „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ ეპიზოდშიც მოხვდა. ამ ფილმში მთავარ გმირს სწორედ სერგო ზაქარიაძე ასახიერებს.



ამ ულამაზესი კიბისადმი დრო დაუნდობელი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება მზად იყო, მისი რესტავრაცია 90%-იანი თანადაფინანსების პირობით დაეწყო, თუმცა სახლის მაცხოვრებლებმა ვერ შეძლეს დანარჩენი 10%-ის შეგროვება.



ამის შემდეგ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გადაერჩინათ კიბე. ქართველმა, უკრაინელმა, ამერიკელმა, თურქმა, იტალიელმა და ლიეტუველმა არქიტექტორებმა პროექტი KIBE შექმნეს. მათ სოციალურ ქსელებში დაიწყეს ამ კიბეზე საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება. 



პროექტის ხელმძღვანელი არქიტექტორი ლუკა ღუდუშაურიმანამდე აცხადებდა, რომ კიბის პროექტის რეალიზაცია დიდწილად დამოკიდებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის, ხელოვანების, არქიტექტორების და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობაზე. ამ ჩართულობის უზრუნველსაყოფად კი პროექტის გუნდმა არაერთი ღონისძიება ჩაატარა. პროექტის ინიციატორებს მალევე გამოეხმაურნენ და მხარში დაუდგნენ კომპანია Easa Georgia, ბიოლის ფონდი, OPERA STUDIO, MAUDI, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, კომპანია „იზოლაცია“, i-Portunus და ევროკომისიის Creative Europe Programme.




პროექტი დაახლოებით 4 თვეში უნდა დასრულდეს.



თბილისელები ქალაქში შემორჩენილ XIX საუკუნის რკინისა და ხის დახვეულ კიბეებს საქართველოს დედაქალაქის „გენეტიკურ კოდს“ უწოდებენ. „ისინი ფორმითაც კი გვაგონებენ დნმ-ს. თავისი არსით ეს კიბეები თბილისურ სულს გამოხატავდნენ - ერთ ორგანიზმად აერთიანებდნენ რა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული თბილისისთვის დამახასიათებელი შიდაეზოიანი სახლების მაცხოვრებლებს“, - ამბობს თბილისის ისტორიის მკვლევარი ეკატერინე მინასიანი.



„ეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი პროექტია. მოხარული ვართ, რომ თბილისს ასეთ სილამაზეს დავუბრუნებთ“, - ამბობს პროექტის მონაწილე ახალგაზრდა იტალიელი არქიტექტორი ფრანჩესკა კროტტი.

 







ავტორი: ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს უფროსი კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში მიხეილ ვიგნანსკი - სპეციალურად „კომერსანტისთვის“.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up