„სამოქალაქო იდეის და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ 6-7 თებერვალს, თბილისში გაიმართა.
„გადავწყვიტეთ, იმ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალგაზრდული ორგანიზაციების გააქტიურების ფონზე, შევქმნათ პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ისაუბრებენ საერთო ღირებულებებზე, გამოწვევებსა და ძირითად პრობლემებზე. ეს უნიკალური პლატფორმაა საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის - როგორიცაა ეუთო OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის,“ - განაცხადა „სამოქალაქო იდეის თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა.
ფორუმის ფარგლებში მოხდა ეუთო-ს ახალი ინიციატივის - „პერსპექტივები 20-30“ პრეზენტაცია და რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის.
ფორუმში მონაწილეობდნენ ეუთო-ს მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ალბა ბროჟკა და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლები სამუელ გოდა, ანა-კატერინა დაინინგი და ნიკო შერნბეკ. ქართველმა სპიკერებმა: გიორგი კანაშვილმა - მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი; დავით უსუფაშვილმა - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; მანანა ქოჩლაძემ - მწვანე ალტერნატივა; პროფ.ბესიკ ლოლაძემ - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ახალგაზრდა მომხსენებლებთან ერთად წარმოადგინეს კონფლიქტების ანალიზი, ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ახალგაზრდების მონაწილეობით მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.
ფორუმი, რომელში 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.