უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლური იარაღი მშვიდობასთან დააახლოებას ნიშნავს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საგაზაფხულო ეტევა უკვე დაწყებულია.
„რუსეთის თავდასხმები უკვე რამდენიმე მიმართულებით ხდება“, - აღნიშნავს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. „იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი ესმის, - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.