თბილისის ავტობუსები დაზღვეული არ არის - ზარალს მძღოლები ან „მესამე პირის დაზღვევა“ ანაზღაურებს

თბილისის ავტობუსები დაზღვეული არ არის - ზარალს მძღოლები ან „მესამე პირის დაზღვევა“ ანაზღაურებს

access_time2022-03-21 16:00:50

თბილისის ახალი ავტობუსები დაზღვეული არ არის. ამის მიზეზად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამ ტიპის დაზღვევის კოლოსალური საფასური და თვითონ სადაზღვევო ბიზნესის მხრიდან დაინტერესების არარსებობა იიჩნევა, რის გამოც ამ ხნის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიამ ვერც ერთ სადაზღვევო კომპანიასთან ვერ მიაღწია შეთანხმებას.  


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის ლელა სეთურიძის თქმით, დაზღვევის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა გასულ პერიოდში ამაზე სისტემატურად მიმდინარეობდა მუშაობა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.


,,ამ ეტაპისთვის ჩვენი ავტობუსები დაზღვეული არ არის, რასაც  ორი მიზეზი აქვს: სერვისით თვითონ კომპანიები არ ინტერესდებიან და მეორე, არარეალურ, კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, რის გადახდაც კომპანიისთვის პრობლემა ნამდვილად არის.  ჩვენ შემთხვევაში, მოქმედებს ,,მესამე პირის დაზღვევა“, ამ ნაწილში  ,,ნიუ ვიჟენის“  მომსახურებით ვსარგებლობთ. ჯერჯერობით დაზღვევის საკითხი არ განიხილება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ვმუშაობდით სისტემატურად და საკითხს მომავალშიც მივუბრუნდებით. მთავარია, ტარიფი იყოს გონივრული, რომელიც  ჩვენთვის და ბიზნესისთვისაც მისაღები იქნება“,  - ამბობს ლელა სეთურიძე ,,კომერსანტთან“.


 საავტომობილო სფეროს სპეციალისტების აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში დაზღვეულია და ეს მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.



„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იქნება უსაფრთო, სანამ დაზღვევის კომპონენტი არ ჩაერთვება, რაც რისკის პრევენციის მთავარი პირობაა.

 

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა სწორედ დაზღვევით უნდა იწყებოდეს. ამ რისკის დაზღვევა აუცილებელია. როგორც წესი, ამ შემთხვევაში უფრო ოპერატიულად გვარდება პრობლემა, სასამართლოც ნაკლებად ერევა და უფრო მცირე ფინანსური რესურსი იხარჯება.  იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის დაზღვეული, ავტოსაგზაო შემთხვევებისას ხარჯი ხშირად  მძღოლზე გადადის, დროში იწელება ეს პროცესი და რიგი პრობლემები ახლავს, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. მესმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზღვევა ძვირია, მაგრამ ხარჯი აუცილებლად უნდა გაიღოს კომპანიამ. გარდა ამისა, დაზღვევას აქვს მეორე მხარეც - შემოსული თანხით საგზაო უსაფრთხოების პროექტები ფინანსდება, რაშიც შემოსავლის 3-5%  იხარჯება. ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში. საქართველოში აქამდე რატომ ვერ მოხერხდა, ჩემთვის გაუგებარია“, - აცხადებს გელა კვაშილავა ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის,  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორშაბათს, 21 მარტს, თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. 


შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up