ახალი ცვლილება მცირე ნაწილს შეეხება - ვინ შეძლებს სექტემბრიდან 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღებას?

ახალი ცვლილება მცირე ნაწილს შეეხება - ვინ შეძლებს სექტემბრიდან 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღებას?

access_time2022-07-20 15:00:00

პირველი სექტემბრიდან სასესხო რეგულაცია იცვლება და მსესხებლებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღების უფლება ექნებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოსცა.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანების თანახმად, დეპოზიტით უზრუნველყოფა მსესხებლის ჯამურ ვალდებულებაში აღარ გაითვალისწინება.


„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის (200 000-ლარიანი ზღვარი), სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები“, – აღნიშნულია ნორმატიულ აქტში.


ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ახალი შეზღუდვით სავალუტო დაკრედიტების გავრცელებული პრაქტიკა მოისპობა. საუბარია შემთხვევაზე, როცა მსესხებელს შემოსავალი არ ჰყოფნის, რათა 200 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისად, სავალუტო კრედიტზე მიუწვდება ხელი; მაგალითად, თუ შემოსავლები მხოლოდ 195 000 ლარამდე სესხის აღების შესაძლებლობას აძლევს, ანუ აკლდება 5 000 ლარი. დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში გავრცელებული პრაქტიკით, ამ კატეგორიის პოტენციური მსესხებელი დეპოზიტზე ათავსებს 3 000 აშშ დოლარს, რაც ჯამურ ვალდებულებებში აისახება და აიღებს სავალუტო სესხს 70 000 $/€-ს (200 000 ლარს). ევროში დაკრედიტება დოლართან გაუფასურების პირობებში უფრო მიმზიდველი გახდა, ვინაიდან ამ დროისთვის, ერთი ევრო 1,02 დოლარი ღირს, ხოლო წინა კვირის განმავლობაში კურსი გათანაბრებულიც იყო.


ასევე დასაშვები ხდება სავალუტო დაკრედიტება 200 000 ლარამდეც, თუ მსესხებელს სავალუტო დეპოზიტიც ექნება. გავრცელებული პრაქტიკით, სავალუტო დეპოზიტარს ვალუტის საჭიროება რომ უჩნდება, უწევს საანაბრე პირობების დარღვევა, ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი, დეპოზიტს აღარ მოაკლებს და საჭიროებისამებრ სესხს აიღებს. ახალი წესის შედეგად, იმ პირებს, ვისაც უცხოურ ვალუტაში შესაბამისი ზომის დეპოზიტი აქვთ, შეუძლიათ, ქართული ბანკებიდან სავალუტო კრედიტებით ისარგებლონ. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ამ სესხების ქვედა ზღვარი, თუმცა ის 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.



საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიღებული ცვლილებები დაკრედიტების სტატისტიკას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, რადგან ის ძალიან მცირე რაოდენობის მსესხებლებზე იმოქმედებს.


„ახალი ცვლილება ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. პირველის მიხედვით, როდესაც მსესხებლების ჯამური ვალდებულებებს ითვლის ბანკი იმისთვის, რომ დაადგინოს ამ მსესხებლებს შეუძლია თუ არა აიღოს 200,000 ლარზე დიდი სავალუტო კრედიტი, ამ შემთხვევაში ის ყველა ვალდებულებებს აჯამებდა მათ შორის დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხს. ამ შემთხვევაში დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი აღარ გაითვალისწინება.


მეორე ნაწილი კი არა შეზღუდვას, არამედ ნებართვას მოიცავს. ამ შემთხვევაში ვისაც აქვს ბანკში განთავსებული უცხოური ვალუტის ანაბარი, შეუძლია იმავე ვალუტაში აიღოს სესხი, მაქსიმუმ ამ ანაბრის მოცულობით. ვფიქრობ, ლოიალური მიდგომაა, რომ უცხოურ ვალუტაში თუ გაქვთ სადეპოზიტო დანაზოგი, თქვენ შეძლებთ, რომ აიღოთ უცხოურ ვალუტაში სესხიც.


ძალიან მცირე ნაწილს შეეხება აღნიშნული შეზღუდვა, მართალია ვიღაცეებს გაურთულებს ცხოვრებას, მაგრამ იმდენად ცოტა მსესხებელს შეეხება, რომ არც დაკრედიტების სტატისტიკაზე იქონიებს გავლენას არც რაიმე სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს“,
-აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.


2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იყო შესაძლებელი. შესაბამისად,  ახალი ცვლილებით, ეროვნული ბანკი ამ მხრივ გამონაკლისს დაუშვებს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up