ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას – რომეო მიქაუტაძე

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას – რომეო მიქაუტაძე

access_time2022-09-13 15:50:00

საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთს უფრო მდგრადად და უსაფრთხოდ დაუკავშირდება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ორი ქვეყნის საზღვარზე დასრულებული მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტი - ე.წ. ორჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დისპეტჩერული დასახელებით „გარდაბანი-1“ და „გარდაბანი-2“ დაათვალიერა.


მინისტრის მოადგილეს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სს საქრუსენერგოს გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა. ახალი გადამცემი ინფრასტრუქტურით სრულად ჩანაცვლდა ერთჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გარდაბანი, რომელიც ექსპლუატაციაში იყო 1958 წლიდან და საექსპლუატაციო რესურსი ამოწურული ჰქონდა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის თითოეული ჯაჭვის დატვირთვა 700 მგვტ სიმძლავრითაა შესაძლებელი, დღეს არსებული 250 მგვტ-ს ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას, აამაღლებს ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას.




პროექტი „330 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის გარდაბანი-აღსტაფას გაორჯაჭვიანება“, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2020-2030 და 2021-2031 ათწლიანი გეგმების შესაბამისად, სს „საქრუსენერგომ“ განახორციელა. პროექტის ბიუჯეტმა 34,5 მლნ ლარი შეადგინა.



აღსანიშნავია, რომ მშენებლობას მონიტორინგს უწევდა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, სამშენებლო პროცესი ასევე მიმდინარეობდა შპს „არქეოლოგიის განვითარების ფონდის“ ზედამხედველობით.



330 კვ ხაზი „გარდაბანი-1“ ენერგოსისტემაში ჩაერთო 2022 წლის 30 მაისს, „გარდაბანი-2“-ის ქსელში ჩართვა მოხდება გარდაბნის ქვესადგურში ახალი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟისა და შესაბამისი უჯრედის მოწყობის შესაბამისად.



ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 18,5 კმ, ხოლო მთლიანად 64 კმ-ია. ელექტროგადამცემი ხაზის ტრასაზე დამონტაჟდა 69 ანძა და 232 კმ სადენი. ხაზი ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლითაა აღჭურვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up