ახალი ეროვნული ავიაკომპანია საქართველოსთვის

ახალი ეროვნული ავიაკომპანია საქართველოსთვის

access_time2023-03-28 12:00:36

2024 წლიდან ახალი ეროვნული ავიაკომპანია - Air Iveria გეგმავს ოპერირებას. ავიაკომპანია 3 ან 4 თვითმფრინავით დაიწყებს ოპერირებას, სამომავლოდ კი Air Iveria-ს საავიაციო პარკი სულ მცირე გასამმაგდება.

 

2023 წლის, 23 მარტს ავიაკომპანია - Air Iveria-ისა და Airbus-ს შორის გაფორმდა  ექსკლუზიურ თანამშრომლობის შეთანხმება. როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებლებმა ირაკლი გიორგობიანმა და თენგიზ ტყეშელაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადეს, Air Iveria და „Airbus“-ი ახალი ქართული ავიაკომპანიის საოპერაციო მოდელსა და მდგრადი განვითარების გეგმას ერთობლივად მოამზადებენ.

 

თენგიზ ტყეშელაშვილი 23 წელზე მეტია, რაც 8 ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში, მათ შორის - McKinsey & Company-ში, Speedinvest-ში, Groupon-სა და Qatar Wealth Fund-ში მოღვაწეობს.

 

ირაკლი გიორგობიანს აქვს 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საბანკო, ბიზნეს კონსულტაციის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და საჯარო და კერძო სექტორში. მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში,  BMI Partners-ში და საერთაშორისო კომპანია Cobra Instalaciones y Servicios SA.

 

„კომერსანტი“ ახალი ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებლებს Air Iveria-ს ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

 

 

რატომ გადაწყვიტეთ ამ რთული პროექტის განხორციელება?

 


თენგიზ ტყეშელაშვილი, Air Iveria-ს თანადამფუძნებელი: ეს ჩემი ბოლო 20 წლის ოცნებაა. არასდროს მიყვარდა მუშაობა ან მოღვაწეობა ისეთ სფეროში, რომელიც არ მომწონს. მირჩევნია არაფერი მქონდეს, მაგრამ ის საქმე არ ვაკეთო, რაც არ მიყვარს. როგორც ვთქვი, ეს ჩემი ოცნების საქმეა და მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი ავიახაზები, რომელიც დარგის მთლიან ეკოსისტემას განავითარებს, მათ შორის მასთან დაკავშირებულ სფეროებს - ტურიზმს, აეროპორტებს, გადაზიდვებს და ა.შ. მთლიანობაში, 2030 წლისთვის, Air Iveria საქართველოს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შემატებს წლიურად.

 

ირაკლი გიორგობიანი, Air Iveria-ს თანადამფუძნებელი: ჩემთვისაც ეს პროექტი სრულად სცდება მხოლოდ მოგების მიღების მიზანს, ეს პროექტი ქვეყნის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის განვითარების, ექსპორტისა  და უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი საშუალებაა. ძლიერი ავიახაზები კატალიზატორია, ტურიზმის, მომსხურეობის სექტორის, აეროპორტების, ლოჯისტიკურ სექტორისა,  და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნისა და განვითარების. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას. ეს დიდი ეროვნული პროექტია და მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს არის რეალურად ყველაზე დიდი ეროვნული კომპანიის შექმნის მიზანი.

 

 

როგორ შედგა თქვენი და „ეარბასის“ თანამშრომლობა?

 

ჩვენი პროექტის წარმატებით რეალიზებისთვის, მნიშვნელოვანია ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა და გათვალისწინება, ბაზრის კონიუნქტურისა და ტენდენციების შეფასება და ანალიზი,  ინდუსტრიის მნიშვნელოვან მონაწილეებთან კავშირების დამყარება და ხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმირება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს მიერ პარტნიორ კომპანიად არჩეული იქნა Airbus-ი რომელმაც მოიწონა და გაიზიარა ჩვენი ხედვები, გამოცდილება და რეპუტაცია. აღსანიშნავია, რომ Airbus-იც ჩვენსავით უყურებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჰაბს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ასევე სჯერა, რომ ქვეყნის ავიახაზებს მთლიანობაში ბაზრის 50-60% მაინც უნდა ეჭიროს, რომელიც მსოფლიო პრაქტიკით ნატურალური ბაზრის წილია ნაციონალური ავიახაზებისთვის. სამწუხაროდ, ამჟამად ქართული ავიახაზების წილი 6-8%-ს არ აღემატება, რაც გაშვებული შესაძლებლობა ტურიზმის განვითარებისთვის  და ქვეყნის როგორც სატრანზიტო ჰაბის ფორმირებისთვის.

 

 

 

თქვენ ახსენეთ საქართველო, როგორც ჰაბი, ანუ ავიახაზები ტრანზიტზეც იმუშავებს?

 

რასაკვირველია, ჩვენი ქართული ავიახაზების ბრუნვის მნიშვნელოვანი წილი ტრანზიტზე იქნება გათვლილი - ტრანზიტი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში და პირიქითაც. საქართველოს ამისთვის უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს. 

 

  

მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი Air Iveria, როგორი იქნება ფასები?

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი იქნება მაღალი და ხოლო ფასები ხარისხთან შესაბამისად ადეკვატური. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი კონკურენტებს ჩვენს სერვისს ამჯობინებს.

 

გარდა ამისა, გვექნება ძლიერი ლოიალობის პროგრამა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი ამ ლოიალობას გაჰყვება, გამოუვა, რომ საკმაოდ შეღავათიან ფასებში იფრენს.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა


თეგები:
Air Iveria



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up