ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა, 2023 წლის თებერვალში, საგრძნობლად შემცირდა და წლიური ზრდის ტემპი 7.6%-ს გაუტოლდა, — ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაში აქვეყნებს.
საინვეტიციო ბანკის ინფორმაციით, 1-24 თებერვლის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა სტაბილურია და 14% შეადგინა 2022 წელთან შედარებით.
რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, იანვარში მათ შეძენაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით შენელდა და 2022 წელთან შედარებით 39% შეადგინა.
2023 წლის თებერვალში ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და წლიურად 20% შეადგინა. ასევე გაიზარდა უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა და ზრდა 29%-ს უტოლდება.