მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

access_time2020-04-02 12:00:15

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია 937 091 შემთხვევა. ვირუსს მსოფლიოში 47 231 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელება კი 193 764-მა შეძლო.


200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რიცხვმა აშშ-ში. გარდაცვლილია 4450-მეტი ადამიანი, აქედან ორი ათასი მხოლოდ ნიუ იორკშია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. ყველაზე პატარა პაციენტი კი ექვსი კვირის ჩვილია, რომელიც ვირუსისგან კონექტიკუტის შტატში გარდაიცვალა. ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას ივნისის დასაწყისიდან ელოდებიან. აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ისეთი აუცილებელი საგნები, როგორიცაა ხელთათმანები, ნიღბები და ხალათები რუსეთმა ჩაიტანა. აღჭურვილობის შესყიდვაზე დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინს, 30 მარტს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს შეუთანხმდა.


გასული დღე ღამის განმავლობაში 727-ით გაიზარდა იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ეს 26 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში კი, დაღუპულია 13 155 ადამიანი. სულ კი „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ქვეყანაში 110 574 ადამიანია.


ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 104 ათასამდე გაიზარდა. გარდაცვლილია 9387 ადამიანი.



გაერთიანებულ სამეფოში ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა 563 შეადგინა. ინფიცირებულია 30 ათასამდე ადამიანი, გარდაცვლილია 2357.


საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხი ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 509 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში დაღუპულთა ოდენობამ 4032 შეადგინა. ინფიცირებულია 56 989 ადამიანი. მათგან ექვსი ათასის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.


ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6092 შეადგენს. გარდაცვლილია 26 ადამიანი. ვირუსი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის მეუღლესაც დაუდგინდათ. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი 15-დღიანი ნებაყოფლობითი კარანტინი დატოვა.


ინფიცირების 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. დაავადებულთა მაჩვენებელი 10 ათასს აღწევს.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up