„მოსკვიჩის“ მარკის ახალი ავტომობილები, რომელთა აწყობაც Renault-ს ყოფილ ქარხანაში იწყება, როსსტანდარტის სერტიფიცირებული პროდუქტების ბაზაში გამოჩნდა. ავტომობილი ჩინური კროსოვერის JAC JS4-ის ასლი აღმოჩნდა ორი ცვლილებით.
ბაზის მონაცემების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ავტომობილებს ბენზინისა და ელექტრო ძრავები ექნებათ. ესკიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად ავტომობილი მისი ორიგინალისგან არ განსხვავდება.
„მოსკვიჩის“ ბრენდის აღორძიჯნების შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მაისის თვეში გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო და ფრანგულმა Renault-მ რუსეთი დატოვა, მისი კუთვნილი ყოფილი „მოსკვიჩის“ ქარხანა ქალაქის მთავრობას გადაეცა.
18 ნოემბერს სობიანინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მანქანების აწყობა მომავალ კვირას დაიწყება. პირველ ეტაპზე საუბარია მსხვილი ერთეულებიდან აწყობაზე და არა საკუთარ წარმოებაზე.
ჟურნალი „ავტორიევიუ“ წერდა, რომ ორიგინალური ბრენდით ჩინური კროსვორდის პრეზენტაცია ოქტომბერში უნდა მომხდარიყო, თუმცა გაუქმდა. ავტომობილების პირველი პარტია რუსეთში ზაფხულის დასაწყისში ჩავიდა, მაგრამ ისინი ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველგვარი რეკლამისა და ხსენების გარეშე იყიდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ მომავალ „მოსკვიჩს“ კონკურენცია არ გაუწიოს.