„ახალი რეგულაცია მსესხებლების 25%-ს შეეხება“ – აპრილიდან მომხმარებლების ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს

„ახალი რეგულაცია მსესხებლების 25%-ს შეეხება“ – აპრილიდან მომხმარებლების ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს

access_time2022-04-04 10:00:33

სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შედის. თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით, ეს ზღვარი 1 500 ლარამდე იზრდება. ცვლილებები შედის იპოთეკური სესხების გაცემის წესშიც. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები დაკრედიტების პირობების გამკაცრების შესახებ, 30 მაისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია. საკრედიტო აქტივობის შემცირება კი მიზნად ისახავს, რისკების ზრდის ტემპის შენელებას.


„რეფინანსირების გამკაცრებული განაკვეთი შეანელებს საკრედიტო აქტივობას, თუმცა სწორედ ეს არის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. რაც შეეხება მიღებულ ზომებს, უცხოურ ვალუტებზე სესხების ცვლილება დააჩქარებს დედოლარიზაციას, რაც ფინანსურ სისტემაში რისკების შემცირებას ნიშნავს. შემოსავლის ზღვრის აწევა შეანელებს შინამეურნეობების ჭარბვალიანობის რისკების ზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ხოლო, ცვლადგანაკვეთიანი სესხებისათვის ბუფერის გათვალისწინება განსაკუთრებით დროულია, მაშინ, როდესაც აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა უკვე აწია საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელია მისი კიდევ რამდენიმეჯერ გაზრდა. ჯამში, ეს გადაწყვეტილებები სინერგიაშია მონეტარული პოლიტიკასთან.
ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელში შესაძლებელია, რაც დღევანდელი მოცემულობით მდგრად დონედ შეიძლება ჩაითვალოს“,
- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 1-2%-ით შემცირება, ამიტომ სებ ცდილობს ამ მოვლენებმა საბანკო სექტორზე დიდი გავლენა არ მოახდინოს.



ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საბანკო ასოციაცია არ იზიარებს.
ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, აღიშნული რეგულაცია სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპს შეანელებს, რადგან სამომხმარებლო სესხების მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას სესხებზე წვდომას შეუზღუდავს.


„სესხების მსესხებელთა, დაახლოებით, 25%-ს შეეხება ახალი რეგულაცია. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც შეძლებს სესხით სარგებლობას, ასევე მოთხოვნილი თანხის მოცულობასაც. მომხმარებლის ბევრად ნაკლები რაოდენობა მიიღებს სესხს. სებ-ის განცხადებით, აღნიშნული 3%-ით შეამცირებს სესხების მოცულობას. თუმცა ახლანდელ შოკურ მდგომარეობაში ამის დაანგარიშება რთულია, 2021 წელზე უფრო დაბალ აქტივობასაც ველოდებით, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების მიმართულებით“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


სამომხმარებლო სესხების წესში ცვლილება ძალაში 2022 წლის 1–ელ აპრილს შევიდა, ხოლო იპოთეკური სესხების 2022 წლის 1 მაისიდან შედის.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
სესხი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up