ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულია 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის  ბაღი - ოთარ შამუგია

ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულია 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღი - ოთარ შამუგია

access_time2023-02-20 20:00:07

„შარშან შემოდგომაზე დავიწყეთ  თხილის ხელშეწყობის პროგრამა.  პირველი ამოცანა იყო ფართობების  იდენტიფიცირება და კადასტრის შექმნა. ავიყვანეთ 150-მდე ახალგაზრდა, რომელიც გადავამზადეთ. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. ყველა სოფელში ვიყავით შესული  და მოვემსახურეთ ჩვენს ფერმერებს. მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფერმერებს  აქტიურობისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენი სააგენტოს ახალგაზრდებს,  თანამშრომლებს,  რომლებმაც  ძალიან დიდი შრომა გაწიეს“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლებთან  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ შეხვედრაზე.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით,  37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის  ბაღი არის რეგისტრირებული კადასტრში. ბაღების მფლობელების,  თანამესაკუთრეების  ჩათვლით,  რაოდენობა შეადგენს 85 ათასზე მეტს.




„ჩვენ დაახლოებით სამი თვის ფარგლებში, ძალიან მოკლე დროში, შევძელით  მასშტაბური ღონისძიებების  განხორციელება.  თხილის კადასტრში რეგისტრაციის  პროცესი გაგრძელდება  აპრილამდე. ფერმერებს ექნებათ საშუალება, რომ მივიდნენ მუნიციპალურ ცენტრებში და  სოფლის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო სამსახურებში დარეგისტრირდნენ პროგრამაში. როგორც კი დასრულდება პროცესი, დაიწყება ლიბერთი ბანკისთვის შესაბამისი მონაცემების მიწოდება და  ჩვენს ფერმერებს,  თხილის ბაღების  მფლობელებს  დაერიცხებათ  ბარათებზე ქულები;  როგორც თქვენთვის ცნობილია, 1 ჰექტარზე  500 ლარის ოდენობის  დახმარება არის  გათვალისწინებული, რომლის გამოყენება შეეძლებათ  მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას   წინააღმდეგ წელს  აქტიურად გააგრძელებს  შესაბამის სამუშაოების განხორციელებას.



„ერთობლივად, სწორედ ფერმერების და ჩვენი სამსახურების აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ, რომ   წელს გვქონდეს ბევრად უკეთესი  ხარისხის  და რაოდენობის მოსავალი, რაც, ვფიქრობ, მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ფერმერებს. იცით, რომ თხილი  ის ერთ-ერთი აგრარული პროდუქტია, რომლის  ექსპორტის მაჩვენებელი  საკმაოდ მაღალია. შარშან, დაახლოებით,  100 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში.  ვფიქრობ, რომ ეს  პროგრამა   წარმატებული იქნება. მცენარეთა  მოვლის საშუალებების გამოყენებით ფერმერები  შეძლებენ მიიღონ უკეთესი ხარისხის და უფრო მეტი  რაოდენობის  თხილის მოსავალი“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up