ახალი შესაძლებლობები თვითდასაქმებულთათვის საქართველოს ბანკისგან

ახალი შესაძლებლობები თვითდასაქმებულთათვის საქართველოს ბანკისგან

access_time2021-02-09 12:55:40

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე  ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას.

 

დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისათვის  სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა საკმარისია მან წარადგინოს პირადობის მოწმობა და გააზიაროს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეძლოს საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობა. 

 

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურზე წვდომას შეძლებენ ისეთი აქტუალური პროფესიის მქონე ადმიანები, როგორიცაა: რეპეტიტორი, ტაქსის/პირადი მძღოლი, ძიძა, კურიერი, დამლაგებელი, სტილისტი და სხვა. სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed

 


საბანკო პროდუქტებით ნაკლებად ვსარგებლობდი, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე მათზე წვდომა შეზღუდული იყო. ჩემს ირგვლივ ბევრ მძღოლს ამავე მიზეზის გამო უწევს მანქანის ქირაობა რაშიც ბევრად მეტს იხდის, ვიდრე საბანკო სესხით ავტომობილის ყიდვის შემთხვევაში გადაიხდიდა, ამიტომ ეს ბევრი ჩვენნაირი თვითდასაქმებულისთვის დიდი შეღავათი იქნება. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ საჭირო თანხა ჩვენი სურვილისამებრ“, - აღნიშნა მძღოლმა, კახაბერ მახარაშვილმა.

 

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციებით და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, ესეც ერთ-ერთი სიახლეა, რომელიც თვითდასაქმებულებს საშუალებას გვაძლევს შემოსავლების დადასტურების გარეშე ვისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით უფრო გაუმჯობესებული პირობებით, რაც ჩემი მსგავსი თვითდასაქმებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივაა“, - განაცხადა მარინა დაბახიშვილმა, სახლის დიასახლისმა კომერსანტთან საუბრისას.

 

ბანკში კი განმარტავენ, რომ აქტიურად მუშაობენ, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა  სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისათვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up