„ახალი სტანდარტები კლინიკებში საწოლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს“ – რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის ასოციაციას

„ახალი სტანდარტები კლინიკებში საწოლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს“ – რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის ასოციაციას

access_time2023-03-22 12:00:36

რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტები კლინიკებს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, კერძოდ, ჰოსპიტლების ნაწილს საწოლების რაოდენობის შემცირება მოუწევს, ასევე რთული იქნება რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით დამატება, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს.

 

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ განაცხადა.

 

„ახალმა სტანდარტმა სივრცესთან დაკავშირებული პირობები შემოიტანა – თუ აქამდე კონკრეტული დარბაზის ფართში პირობითად შეიძლებოდა ყოფილიყო 6 საწოლი, დღეს იგივე ფართში 6 საწოლი არ დაეტევა. ასევე ახალი სტანდარტი მოითხოვს ცვლილებას ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის მხრივ. კერძოდ, გაზრდილია აღჭურვილობის ჩამონათვალი. თუმცა მისი ნაწილი კლინიკებს ისედაც ჰქონდათ. ჩვენ სტანდარტების შემუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩვენი კომენტარების ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი – არა. არის კრიტერიუმები, რომელიც გადამწყვეტს არაფერს ცვლის. ხოლო თუ კრიტერიუმი პირდაპირ კავშირშია პაციენტის მოვლის ხარისხთან, ის უნდა არსებობდეს. მაგალითად ერთი საწოლი 15 კვადრატულ მეტრში განთავსდება თუ 16-ში, ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა და ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება ძალიან რთულია იმ კლინიკებისთვის, რომელიც უკვე არსებობს. როცა ახალი კლინიკა შენდება, ახალი სტანდარტებით მისი დაპროექტება ადვილია, ძველი კლინიკებისთვის კი ახალ მოთხოვნებზე მორგება რთული იქნება. ზოგან ამის საშუალებას შენობა იძლევა, მაგრამ არის შენობები, სადაც ამის გადაკეთება დიდი ალბათობით არ გამოვა. ეს გამოიწვევს საწოლების რაოდენობის შემცირებას – მაგალითად, თუ კლინიკას ჰქონდა 20 რეანომაციული საწოლი, დარჩება 10, “- განმარტა მაია მახარაშვილმა.

 

მისი თქმით, ძველი კლინიკებისთვის პრობლემაა ინფრასტრუქტურის განახლებაც, რადგან ერთის მხრივ ეს ინვესტიციებს მოითხოვს, მეორეს მხრივ კი ამისთვის აუცილებელი იქნება ჰოსპიტლის დროებით დახურვა, რაც, მისი შეფასებით, გამორიცხულია, რადგან ფინანსურად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.


 

მაია მახარაშვილი ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად კადრებს ასახელებს. მისი თქმით, გამკაცრებული რეგულაცია აორმაგებს ერთ საწოლზე გათვალისწინებული მედპერსონალის სავალდებულო რაოდენობას.

 

„ქვეყანაში რეანიმატოლოგი დეფიციტურია. იგივე პრობლემაა ექთნებთან მიმართებაში – დღეს თუ სამ საწოლზე ერთი ექთანია მოთხოვნილი, შემდეგი წლიდან ორ საწოლზე ერთი უნდა იყოს,“- განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

შეგახსენებთ: სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები მთავრობის ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.


ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა,  სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.


ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე.

 

დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა ახალ სანებართვო პირობებთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიყვანოს შესაბამისობაში .


jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up