ახალი სუპერვარსკვლავი და მილიონერი „ადამსების ოჯახიდან“

ახალი სუპერვარსკვლავი და მილიონერი „ადამსების ოჯახიდან“

access_time2022-12-11 22:30:38

ამერიკელმა მსახიობმა ჯენა ორტეგამ სულ რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ჯენა ორტეგა პოპულარული გახდა „ადამსების ოჯახში“ - „უენსდეის“ როლით, რომელიც Netflix-მა გადაიღო.

 

ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. 20 წლის ჯენამ უკვე 4 მილიონი დოლარი დააგროვა.

 


ჯენა მარი ორტეგა 2002 წლის 27 სექტემბერს, კალიფორნიაში მექსიკელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჯენა მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. 6 და-ძმას შორის, ის მეოთხე შვილია.

 

გასართობი ინდუსტრიით ჯენა 6 წლის ასაკიდან დაინტერესდა. რვა წლიდან უკვე ქასთინებზე დადიოდა. საბოლოოდ, თავისი პირველი სამსახიობო როლი 2012 წელს, ათი წლის ასაკში მოიპოვა. მისი დებიუტი სერიალში Baby Bug-ში შედგა. შემდეგ გამოჩნდა CSI-ის ეპიზოდში, ეიმ მურის როლში.

 


ბევრი მცდელობის შემდეგ, ახალაზრდა მსახიობის კარიერა უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. ერთ-ერთი დამასახსოვრებელი როლი ორტეგამ შეასრულა Iron Man 3-ში. სწორედ ამის შემდეგ შეამჩნიეს ის პროდიუსერებმა.

  

2014 წელს ის გადაიღეს სერიალ Rake-ში, რომელიც ეთერში 2014 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა. იმ დროს მან ასევე ითამაშა როლი რომანტიკულ-დრამატულ სერიალში Jane the Virgin.

 

2014 წელსვე ითამაშა კომედიურ ფილმში The Little Rascals Save the Day. შემდეგ კი მისით Netflix-ის რეჟისორები დაინტერესდნენ.

 

2021 წელს ჯენამ ფილმ The Fallout-ში ითამაშა, სადაც მთავარი როლი შეასრულა. 2022 წელი მისთვის ყველაზე წარმატებული წელი აღმოჩნდა. მან ითამაშა საშინელებათა ფილმებში, მათ შორის American Carnage-ში, Scream-ში და Studio 666-ში.

 

Netflix-ის სერიალმა „უენსდეიმ“ კი ჯენას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ედუ დვარის თქმით, 2022 წლის ნოემბრისთვის მსახიობი 4 მილიონ დოლარს ფლობს, რაც მისი ასაკისთვის ნამდვილად დიდი სიმდიდრეა.

 

 

bpn

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up