ახალი თავგადასავალი იწყება არ გაჩერებით - საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორის“ მონაწილე ნინი ბუზიაშვილი

ახალი თავგადასავალი იწყება არ გაჩერებით - საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორის“ მონაწილე ნინი ბუზიაშვილი

access_time2023-04-21 15:41:14

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.


სწორედ ამ მიზნით,ფინანსური ინსტიტუტი 2017 წლიდან ახორციელებს სტუდენტური დასაქმების პროგრამა - „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება და პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან  კარიერულ ცხოვრებაში.


ლიდერატორის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 378-მა საუკეთესო სტუდენტმა მიიღო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა 84%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.


პროექტში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ჩვენ ლიდერატორისმონაწილე, ნინიბუზიაშვილი გაგვესაუბრა.


ლიდერატორი ჩემთვის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა კარიერულ განვითარებაში, რადგან სწავლის პარალელურად მომცა არა მხოლოდ კორპორატიულ გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობა“, - გვიყვება ნინი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია.


ამბობს, რომ ლიდერატორის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით უნივერსიტეტში  შეიტყოდამაშინვე გაუჩნდა ინტერესი, მონაწილეობა მიეღო პროექტში.



„ვფიქრობ, ლიდერატორი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანი პროექტია, რადგან ბევრისთვის პირველ სამსახურსწარმოადგენს. რაც მთავარია, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო განრიგზე, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მუშაობის პარალელურად, მაღალი აკადემიური მოსწრებაც შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს ნინი.


ამბობს, რომ პროექტის როტაციული პრინციპიახალგაზრდებს ეხმარება, საკუთარი უნარები განსხვავებული მიმართულებებით გამოსცადონ, რაც ლიდერატორს კიდევ უფრო მეტად ღირებულს და მნიშვნელოვანს ხდის. 


როგორც გვიყვება, როტაციის ფარგლებში, მას პირველი შეხებადაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) მიმართულებით ჰქონდა. მეორე როტაცია Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებით გაიარა, მესამე კი - Solo Business Development-ში.


„ჩემთვის სამივე როტაცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. შევიძინე განსხვავებული გამოცდილებები და გავაკეთე ახალი აღმოჩენები. რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ სამივე მიმართულებას ჰქონდა გადაკვეთის წერტილი, დამეხმარა უკეთ დამენახა საერთო სურათი“, - განმარტავს ნინი  და ამატებს, რომ საქართველოში, Solo Business Development-ის, ისევე როგორც Galt&Taggart-სა და Wealth Management-ის მიმართულებით სტაჟირების გავლა უნიკალური გამოცდილებაა.


„ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყომენტორის მიდგომა, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა გვანდო და თავიდანვე სრულფასოვან თანამშრომლებად გვაგრძნობინა თავი“, - ამბობს ნინი.


აღნიშნავს, რომ როტაციების დასრულებისა და 8 თვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ მან 3 პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შეთავაზება მიიღო. თუმცა, არჩევანი Wealth Management-ის მიმართულებაზე გააკეთა და დღეს საერთაშრისო კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ამპლუაში აგრძელებს მუშაობას.


ნინი,საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით,ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ლიდერატის პროგრამაში და აღმოაჩინონ საკუთარი თავი.


„ლიდერატორი ნიშნავს, მენტორისა და გუნდის სახით გვერდზე გყავდეთ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც მთელი პროგრამის განმავლობაში თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებენ.შესაბამისად, მომავალი მონაწილეებისთვის, ჩემი რჩევა ასეთი იქნება: თუკიხართ მიზანდასახული, ცნობისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, გიყვართ სიახლეები და ახალი ადამიანების გაცნობა, მაშინ გირჩევთ,თქვენიკარიერული თავგადასავალისწორედ აქედან დაიწყოთ, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და როგორც საქართველოს ბანკი გვეუბნება - არ გაჩერდეთ“, - ამბობს ნინი.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up