ირაკლი ბენდელიანი: „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლია

ირაკლი ბენდელიანი: „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

access_time2021-06-15 11:20:00

2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ირაკლი ბენდელიანის თქმითვე, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.


როგორც პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი თბილისი დედაქალაქის გამორჩეული ადგილია და შესაბამისად, თითოეული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მნიშვნელოვანია.


„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ძველი თბილისი თავისი შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეულია. ეს არის ის, რითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვამაყობთ. შესაბამისად, ამ კონკრეტული ქუჩების, უბნების, შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ხედავთ, როგორი კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. მიმდინარეობს ასევე, გუდიაშვილის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის განახლება, ყველა იმ სახლის გალამაზება, რომელიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს რეაბილიტირებული, განახლებული, მოვლილი შენობა-ნაგებობები გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ მართლაც სულს და გულს უხარია, როდესაც განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობა-ნაგეგებობებს ვუყურებ ძველ თბილისში და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის 33 ძეგლის რეაბილიტაცია; ათი ისტორიული სადარბაზოს და ერთი ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.



მერის მოადგილის თქმით, განხორციელდა შემდეგი პროექტები: ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპი, რომლის ღირებულებამ დაახლოებით, 700 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, მისივე განმარტებით, „თბილისის განვითარების ფონდს“ უკვე მომზადებული აქვს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით, 10 მლნ ლარს შეადგენს და შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის შემდეგ, აღნიშნული სამუშაოები დაიწყება.


გარდა ამისა, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, განხორციელდა ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22-მდე შენობის სარესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაგან 13-ს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს; განხორციელდა დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა დედაენისა და 9 მარტის ბაღებში.


რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მერის მოადგილის გაცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარედ არსებული 30-მდე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია; აღნიშნული შენობების მესაკუთრეთა რაოდენობა 250-მდეა.


მისივე თქმით, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3 300 000 ლარია და მის დაფინანსებაში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. მიმდინარე პროექტების რიცხვშია ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; მიმდინარეობს თაბუკაშვილის N46/ლაღიძის N6-ის (კადეტთა კორპუსი) სარეაბილიტაციო სამუშაოები.


ირაკლი ბენდელიანმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ჯოვანი სკუდიერის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ე.წ. მხატვრების პავილიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up