ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტროდიაპაზონით საქართველოშია

ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტროდიაპაზონით საქართველოშია

access_time2022-04-05 17:35:39

  • დამუხტვადი ჰიბრიდი ახლა უფრო ეკომეგობრული და მძლავრია 

  • შერეული წვა 100 კმ-ზე 1.3 ლიტრია


Volvo XC90 T8 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია.

შვედური პრემიუმ ბრენდის  უახლესი, 2022 წლის მოდელი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი. 

საავტომობილო გიგანტი Volvo, რომლისთვისაც, უსაფრთხოებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ახალი Plug in Hybrid-ის მონაცემებს ზრდის. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90, 55-ის ნაცვლად, 95 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. 

მექანიზმი მარტივია: 


  • 6 საათია საჭირო 100%-ით დამუხტვისათვის.

  • Pure Mode რეჟიმზე გადაყვანის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არც ნახშირბადის კვალს ტოვებს. 

  • 95 კილომეტრის გავლის შემდეგ, მანქანა არ ჩერდება და შიდა წვის ძრავაზე გადადის. 


გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo XC90 T8 2022 წლის უახლესი მოდელია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. „ვოლვო ქარ საქართველო“, ცხადია, ვერ დააგვიანებდა. ვცდილობთ, არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული უახლესი ავტომობილები და სერვისები. XC90 T8 ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით, უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 5 წამში აჩქარება შეუძლია.“



ვოლვოს შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. აქვს 360- გრადუსიანი პარკინგკამერა, სალონში უმაღლესი ხარისხის ჰაერის საწმენდი ტექნოლოგიაა დამონტაჟებული.


Volvo-ს სამომავლო სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე ნახევარი სრულად ელექტრო ელექტროიფიცირებული უნდა იყოს. 2030-დან კი შვედური ბრენდი  მხოლოდ ელექტრო მოდელების წარმოებას აპირებს. 




ტექნიკური მახასიათებლები:


Volvo XC90 Plug-in Hybrid

ამძრავი თვლები: ოთხივე წამყვანი 

სავარძლების რაოდენობა: 7 

ძრავაი: 2.0 ტურბოდამტენი 

სიმძლავრე: 462 ცხენის ძალა 

აჩქარება 0-100კმ 5.3 წამში 

მაბრუნი მომენტი: 709 ნმ 

მაქსიმალური სისწრაფე: 180 კმ/სთ 

ერთი დამუხტვის რესურსი: 95კმ-მდე 

საწვავის მოხმარება: 1.3ლ/100კმ-ზე 

CO2 ემისია - 29გ/კმ-ზე


-----


„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up