„ახალი წელი, რომელიც გუდაურში ბიზნესისთვის ყელაზე სარფიანია, წელს ჩავარდა“ -  გიორგი სალუქვაძე

„ახალი წელი, რომელიც გუდაურში ბიზნესისთვის ყელაზე სარფიანია, წელს ჩავარდა“ - გიორგი სალუქვაძე

access_time2023-01-10 19:00:25

„გუდაურში წელს სეზონი სამწუხაროდ არც დაწყებულა, მზადება იყო ძალიან კარგი, ბევრი ჯავშნები გვქონდა, თუმცა საახალწლოდ ყველა გაუქმდა“,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა და საქართველოს მთის კურორტების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი სალუქვაძემ ისაუბრა.

 

 

გიორგი სალუქვაძის თქმით, წელს მოჭარბებული დაინტერესება ისრაელისგან იყო და ბევრმა ებრაულმა კომპანიამ გუდაურის სასტუმროებთან და აპარტოტელებთან წინასწარი ჯავშნები გააფორმეს, თუმცა თოვლის არარსებობის გამო ეს ჯავშნები გაუქმდა.

 

 

„გარდა იმისა, რომ თოვლის არარსებობა სრიალის მოყვარულებისთვის დიდი ტრაგედიაა, ეს ტრაგედიაა ბიზნესისთვისაც, რადგან მათ ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებული მზადება სჭირდებათ. წლევანდელი სეზონისთვის ბიზნესს სრული მობილიზაცია ჰქონდა და ახალი წელი, რომელიც მათთვის ყველაზე  სარფიანია ხოლმე, ჩავარდა.

 


 

საქართველოს კურორტები, რომლებზეც სრიალი შეიძლება, ესენია ჰაწვალი, გოდერძი  ბაკურიანი და გუდაური, არ შეიძლება რომ ერთ კონტექსტში  განვიხილოთ, რადგან მაგალითად მესტიაში თუ ზაფხულის სეზონი ჩავარდა, მას ზამთრით შეუძლია დეკომპენსირება, იგივეა  ბაკურიანშიც,  ბაკურიანი როგორც  ზამთარში, ასევე ზაფხულში სრული დატვირთვით მუშაობს, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ველოსპორტის  განვითარების მცდელობისა, გუდაურს ზაფხულში ჯერჯერობით ეს  დინამიკა  არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

 

 

რაც შეეხება გუდაურის  ხელოვნურ  გათოვლიანებას, სალუქვაძე აღნიშნავს, რომ წელს  სისტემა მუშაობს, ხელოვნური თოვლიც ჩამოიყარა, თუმცა მთის  ტრასის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის  ბუნებრივი თოვლიც საჭიროა.

 

 

 

„მთის  ტრასების  სააგენტოს  არ  აქვს  ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორც არაოფიციალურად  გაჟღერდა, ამბობენ, რომ წყლის მომარაგების პრობლემაა და ტრასების გათოვლიანებისთვის  საკმარისი წყალმომარაგება არ არის. ერთი ტრასის  გათოვლიანება მაინც  რომ მოხდეს, ეს  იქნება სტიმული კაფე-ბარებისთვისაც, რომ მათ მუშაობა  შეძლონ“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up