ახალი წლიდან გერმანიაში მომხმარებლებს გაზი 112%-ით გაუძვირდებათ

ახალი წლიდან გერმანიაში მომხმარებლებს გაზი 112%-ით გაუძვირდებათ

access_time2022-12-26 23:00:51

გერმანელ მომხმარებლებს 2023 წლიდან ბუნებრივ აირზე და ელ-ენერგიაზე გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართული იყო ენერგიაზე ფასის ზრდის შესაკავებლად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს.


მისი მონაცემებით, საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც წლიურად 20 ათას კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარენ, იანვრიდან მოუწევთ საშუალოდ 2756 ევროს გადახდა, ნაცვლად 1457 ევროსი, რაც 112%-იანი მატებაა 2021 წლის შემოდგომასთან შედარებით, როცა ტარიფების მატება დაიწყო. ელ-ენერგიის მომხმარებლებს კი საშუალოდ 44%-ით მეტის გადახდა მოუწევთ, ასევე 2021 წლის შემოდგომასთან შედარებით. თუ საოჯახო მეურნეობები საშუალოდ წლიურად 4 ათას კვტს ელ-ენერგიას მოიხმარდნენ, მათ მოუწევთ წლიური 1764 ევროს გადახდა. ხელისუფლების ჩარევამ კი ამ მიმართულებით ფასების ზრდა მხოლოდ 5%-ით შეაკავა - წერს გამოცემა.


ნოემბრის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ გაზზე, ელექტროენერგიაზე და გათბობაზე ფასის შეზღუდვის ზომები დაამტკიცა. მოსალოდნელია, რომ რეგულირების მექანიზმი მოქმედებას დაიწყებს 1-ლი მარტიდან. ფასების შეკავება მოხდება საოჯახო მცირე მეურნეობებისთვის და მცირე ბიზნესისთვის, რომელთა მოხმარება შეადგენს 1,5 გიგავატ საათზე ნაკლებს წლიურად. მათთვის გაზის საფასურის დადგენა მოხდება კვტს-ზე 12 ცენტის ოდენობით, ელ-ენერგიაზე კი 40 ცენტამდე ერთ კვტს-ზე. ცენტრალიზებული გათბობის ფასი კი შეიზღუდება 9,5 ცენტამდე ერთ კვტს-ზე.



შეგახსენებთ, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთიდან გაზის მიწოდების პირველი შეფერხება. ამის შემდეგ ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, სრულად შეწყვიტონ რუსეთიდან გაზის მიღება და შემოიღო 15%-ით ნაკლები გაზის მოხმარების გეგმა, რომელიც იმოქმედებს 2022 წლის 1-ლი აგვსიტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up