ახალი წლიდან მანქანები დამატებით 10-15%-ით გაძვირდება - ასოციაცია

ახალი წლიდან მანქანები დამატებით 10-15%-ით გაძვირდება - ასოციაცია

access_time2022-12-04 17:00:16

„ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში" ელიან, რომ 2023 წლის დასაწყისიდან როგორც მეორეულ, ისე ახალ ავტომობილებზე ფასები დამატებით 10-15%-ით გაიზრდება და ფასების მატების ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება.



როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, ფასების ზრდას გლობალურად დაჩქარებული ინფლაცია, რეცესიის მოლოდინი და ასევე მიწოდების ჯაჭვით გამოწვეული გაზრდილი ხარჯები განაპირობებს.



"ნებისმიერი ტიპის ავტომობილზე ფასი წელს საშუალოდ 30-40%-ით გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტადაც. ველოდებით, რომ უკვე ახალი წლიდან როგორც ახალი, ისე მეორეული მანქანები 10-15%-ით კიდევ გაძვირდება. ის ავტომობილები, რომლებიც წლის ბოლოსთვის უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, უკვე გზაშია, ახალი მარაგების შეკვეთა კი გლობალურად გაზრდილი ხარჯების გამო, უფრო ძვირი დაჯდება, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როცა ინფლაცია უტევს ყველაფერს, ველით რომ ფასების ზრდის ტემპი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება", - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე. 




აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტომობილების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13.4%-ით გაიზარდა. ხოლო ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7%-ითაა გაზრდილი და ექსპორტის ღირებულება $661.3 მილიონს გაუტოლდა.



როგორც "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი აღნიშნავს იმპორტ-ექსპორტის ღირებულების ზრდა ძირითადად გაზრდილმა ფასებმა განაპირობა. დარგში არსებული გამოწვევები კი კვლავ პრობლემად რჩება. 



"რიცხვები შთამბეჭდავია, მაგრამ უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქმე იმაშია, რომ ეს ზრდა ძირითადად მანქანების გაძვირებითაა გამოწვეული. ჩვენ, რომ ავტომობილების რაოდენობრივ ზრდას ჩავხედოთ, ვნახავთ რომ იქ მატება მხოლოდ, საშუალოდ, 15-20%-ია, რაც ასევე კარგია, თუმცა არარელევანტურიამთლიანი მოცულობის ზრდასთან. სინამდვილეში, სექტორში არსებული პრობლემები ჯერ ისევ მოუგვარებელია და მათ შორისაა ლოგისტიკა. დღეს თითო მანქანის ქვეყანაში შემოყვანას 3-4 თვე მინიმუმ სჭირდება, ეს კი რადიკალურად ზრდის ხარჯებს", - განმარტავს ალექსი ნონიაძე. 



businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up