ახალი წლის პერიოდი სრულად დაჯავშნილია - როგორი იქნება მიმდინარე სეზონზე  გუდაურში სასტუმროს ფასები

ახალი წლის პერიოდი სრულად დაჯავშნილია - როგორი იქნება მიმდინარე სეზონზე გუდაურში სასტუმროს ფასები

access_time2021-12-20 15:00:40

გუდაურში სასტუმროების ნაწილი ახალი წლის პერიდოში სრულად დაჯავშნილია. როგორც ობიექტების ხელმძღვანელები, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გასული, ჩავარდნილი წლის შემდეგ, მიმდინარე სეზონი იმედიანად გამოიყურება. სასტუმროების მეპატრონეების თქმით, იმ პირობებში, რომელშიც უწევთ მუშაობა, ახალი წლის 100% -ანი, ხოლოდ იანვარ-თებერვლის 75-90%-ანი დატვირთვა, ძალიან კარგი მაჩვენებელია.



რაც შეეხება ფასებს, როგორც პანდემიამდე, 80-დან 850 ლარამდე მერყეობს.



Inn Group-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია: „გუდაურში ჯავშნები უკვე არის. ახალი წლის პერიოდი, 28 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით, 100%-ით შევსებულია, ადგილები საერთოდ აღარ არის.



თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასული სეზონი საერთოდ არ გვქონია, ვფიქრობთ, ასე თუ ისე, მოთხოვნა იქნება. მთელი თვის, იანვრის ჯავშნებსაც რომ გადავხედოთ, 75%-ზეა ასული, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მოახლოვდება სეზონი, კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა. ეს კი, ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმ პირობებისთვის, რომელშიც გვიწევს მუშაობა.




რაც შეეხება ფასებს, მეტ-ნაკლებად, შევინარჩუნეთ. დაახლოებთ, 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯავშნების უმრავლესობა, სადღაც 70%, უცხოელი ვიზიტორებზე მოდის“.



სასტუმრო „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია: „იანვარი-თებერვლის პერიოდში ნომრების 90% უკვე დაჯავშნილია. ახალ წელს 100%-ანი დატვირთვა გვაქვს. ფასები დაახლოებით, 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს დაახლოებით, 2019 წლის ფასების ანალოგიურია. გასულ სეზონზე არც გვიმუშავია“.



სასტუმრო „ქუადრუმის“ ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი: „ჩვენი სასტუმრო, 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე, ფაქტობრივად, სულ დაჯავშნილია, თითქმის 100%. ჯავშნები ძირითადად უცხოელი ვიზიტორებისგან მოდის, ადგილობრივები ალბათ, 10 % გვეყოლება.



რაც შეეხება ფასებს, 80-100 დოლარიდან იწყება და ლუქს ნომერი - 850 ლარი ღირს.



ამ სეზონზე გვაქვს კარგი მოლოდინი. იცით, რომ გასული წელი საერთოდ ჩავარდა. აპრილში მხოლოდ 1 თვე ვმუშაობდით. ახლა უკვე იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი იქნება. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაურკვევლობას იწვევს, საბაგიროზე როგორ მოხდება კოვიდ პასპორტების შემოწმება. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს გარკვეულ დისკომფორტს შექმნის. იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება და გათვლილი იქნება“.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up