შაბათს ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდში მოსული უხვი ნალექის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიკარგა. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
უხვმა ნალექმა დატბორა აეროპორტი და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მიმდებარე ქალაქები. სტიქიის ზონაში ახალი პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი სამხედრო ვერტმფრენით ჩაფრინდა ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.
„ჩვენი პრიორიტეტი ოკლენდის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ისინი საიმედო ადგილას უნდა იყვნენ გადაყვანილი და აუცილებელ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა“, - თქვა ჰიპკინსმა.
სტიქიისაგან მიყენებული ზარალი და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.