ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი წარმატება მართლაც ემყარება იმ ფაქტს, რომ ხალხი ძირითადად დაემორჩილა შეზღუდვებს. თუმცა, იყო ერთი უცნაური ადამიანი, რომელმაც დაარღვია წესები და სხვები რისკის ქვეშ დააყენა“, - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა.
ახალი წესების თანახმად, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება, პირი, რომელიც განზრახ არ შეასრულებს COVID-19-ის შესახებ დადგენილებას, როგორიცაა ნებართვის გარეშე მგზავრობა, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ჩაიდენს და შესაბამისად, მას 8 400 დოლარამდე ჯარიმა, ან ექვსთვიანი პატიმრობა დაეკისრება.
ადგილზე ჯარიმები ისეთი დარღვევისთვის, როგორიცაა პირბადის ტარების წესის დარღვევა იქ, სადაც ეს სავალდებულოა, 2 800 დოლარამდე გაიზრდება.
imedinews.ge