ახალმა რეგულაციებმა შემოიტანა ბიზნესისთვის მეტი განჭვრეტადობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მაგალითად ითვლებოდა რომ იყო ფაკულტატორული, რომელიც შეუძლიათ მხარეებმა დაარეგულირონ ისე როგორც უნდათ, ეს ნიუანსი აღმოიფხვრა, — ამის შესახებ იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“-ს პარტნიორმა მიხეილ გოგეშვილმა, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად განაცხადა.
„პარტნიორობიდან გასვლასთან დაკავშირებით დარეგულირდა საკითხები და ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც ახალში გათვალისწინებულია. მაგალითად როცა ინვესტორი გვეკითხება რაღაც რეგულაციაზე და ხშირ შემთხვევაში პასუხი იყო, რომ ეს საკითხი არ რეგულირდება, არ ვიცი და არ არის ცხადი სასამართლო პრაქტიკა, რაც იწვევდა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ჩვენი კლიენტებისგან ძალიან მარტივ საკითხებზე, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა.
იურიდიული მომსახურების მიღების კულტურა საქართველოში არ არის სათანადო დონეზე, მაგრამ ესეც ნელ-ნელა ყალიბდება. დროული სამართლებრივი რჩევა ეს არის ვიტამინი, რომელიც აგაცილებს თავიდან შემდგომში მაგალითად სასამართლოს, ჯობია თავიდანვე კომპანიამ ან ფიზიკურმა პირმა მიიღოს კვალიფიციური რჩევა“,— აღნიშნა მიხეილ გოგეშვილმა.
მიხეილ გოგეშვილმა ასევე ისაუბრა იურიდიული ფირმის როლზე და მის საჭიროებაზე.
„იურიდიული ფირმის როლი ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად არ არის ხილული, ეს არის სერვისი რომელიც მიეწოდება ჩვენს კლიენტებს, ინტელექტუალური შრომა იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ ჩვენს ფირმაში, რაც მათთვის ძალიან ღირებულია. ეს არის მნიშვნელოვანი სერვისი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენი კომპანია რომლებიც წლებია არსებობს, სთავაზობს კლიენტებს ყველა ტიპის სამართლებრივ დახმარებას ბიზნესის ანუ კერძო სამართლის მიმართულებით.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნეს კომპანიებთან, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს სხვა იურიდიულ ორგანიზაციებთან, მაგალითად ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებთან“, — განმარტა მიხეილ გოგეშვილმა.