“Axis Towers-ი“ გაიხსნა - რას სთავაზობს სტუმრებს დედაქალაქის ახალი ლენდმარკი

“Axis Towers-ი“ გაიხსნა - რას სთავაზობს სტუმრებს დედაქალაქის ახალი ლენდმარკი

access_time2022-06-17 17:25:04


დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, „Axis Towers-ი“ გაიხსნა.




„Axis Towers- ი“ დეველოპერული კომპანია „Axis“-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.



„Axis Towers-ი“ თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 - მიწის ზემოთ მდებარეობს.






შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, ხოლო შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, შავ კოშკში, მე-19 სართულიდან განლაგებულია „Accor Group”-ში შემავალი, პრემიუმ კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“.
აღსანიშნავია, რომ „Axis Towers- ი“, რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია (WTC).


„Axis towers- ი“, არქიტექტურული და ინჟინრული თვალსაზრისით, ინოვაციური პროექტია. კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად მოძრაობენ. ეს შენობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად მოჩანს.




„Axis Towers-ი“ გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას მოიცავს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს.



აქ დაგხვდებათ ფრანგულ ბრენდ „Accor Group”-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“; ქალაქში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი: 25-მეტრიანი საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა ცენტრი; 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა - რეკრეაციული სივრცე, სადაც, ასევე, განთავსებულია კაფე-რესტორნები.



ასტუმროს პიედესტალში კონცენტრირებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სივრცეები ბიზნესშეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.



„Axis Towers-ის“ საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო „საქართველოს ბანკმა“.
საზეიმო გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.




თეგები:
axis



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up