Axis Towers-ი“ - პროექტი, რომელმაც 200-მდე ქართულ კომპანიას უნიკალური გამოცდილება შესძინა

Axis Towers-ი“ - პროექტი, რომელმაც 200-მდე ქართულ კომპანიას უნიკალური გამოცდილება შესძინა

access_time2022-06-15 16:20:52

საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან გამოირჩეოდა საინჟინრო-არქიტექტურული სკოლითა და ძლიერი საინჟინრო პოტენციალით. ქართველ ინჟინრებს ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც კი იწვევდნენ საზღვარგარეთ: ეგვიპტეში, ირანში თუ არაბულ ქვეყნებში, რადგან მათ ზურგს სერიოზული გამოცდილება უმაგრებდათ. ჩვენი არქიტექტორების ნამუშევრები მსოფლიო არქიტექტურის კატალოგებშია შეტანილი. სამწუხაროდ, 90-იან წლებში, სხვა სფეროების მსგავსად, ამ დარგშიც პრაქტიკულად, არაფერი ხდებოდა. ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე შენდებოდა უსახური შენობები და ქვეყნის განაშენიანება ქაოსურად მიმდინარეობდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, დაებრუნებინათ სახელი და ქვეყანაში სამშენებლო სფერო განევითარებინათ.



ტერმინი - „დეველოპმენტი“ - საქართველოში პირველად Axis“-მა შემოიტანა და წამყვანი სამშენებლო კომპანია გახდა. მათ აირჩიეს გზა, რომელიც, ბიზნესის კეთების პარალელურად, ქალაქის იერსახეზე ზრუნვას გულისხმობდა. „Axis-ში“ სურდათ, შეექმნათ რაღაც განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შემდგომი განვითარების ბიძგი აღმოჩნდებოდა. ასე მივიდნენ 2005 წელსAxis Towers-ამდე“ - ძალიან მასშტაბურ და ამბიციურ პროექტამდე, განსაკუთრებით კი, იმ დროისთვის, როდესაც საქართველოში მსგავსი გამოცდილება მინიმალური დოზითაც კი არ არსებობდა.


პროექტის ყველა სამუშაო, პირველი ჩანახატებიდან დაწყებული, შესრულების ბოლო დეტალებამდე, მთლიანად ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელეს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამაც ქართული კომპანიების განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, პროექტის განხორციელების პროცესში 200-მდე ქართული კომპანია ჩაერთო.




სამუშაო პროცესში, რასაკვირველია, ძალიან ბევრ გამოწვევას წააწყდნენ. ეს საქართველოში პირველი ცათამბჯენი იყო, თანაც თბილისში - სეისმურ და საკმაოდ ქარიან ზონაში. დამატებითი გამოწვევა გახლდათ ის, რომ შენობის ყოველი შემდგომი სართული, წინა სართულთან შედარებით, 2 გრადუსით ბრუნავს. ეს კონსტრუქციულად საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, „Axis Towers-ი“ მრავალფუნქციური შენობაა. აქ ყველაფერია: სავაჭრო ნაწილი, სასტუმრო, საცხოვრებელი, ოფისები, აუზი, ფიტნესი და ა.შ.  ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი ქალაქში.



პროექტის შემუშავების შემდეგ ექსპერტიზის ეტაპი დადგა. მასშტაბიდან გამომდინარე, „Axis Towers-მა“ ექსპერტიზა საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში გაიარა. შენობის მაკეტის აეროდინამიურ მილში მოთავსებამ და ასეულობით სენსორზე შემოწმებამ აჩვენა, რომ შენობა ძალიან კარგად იყო გათვლილი და ზუსტად იყო განსაზღვრული სეისმომედეგობა. პროექტი, ასევე, შემოწმდა ქარის დატვირთვაზე. სიღრმისეულად განიხილეს მისი კონსტრუქციული ნაწილიც.

 

„უნიკალური გამოცდილება, რომელიც საქართველოში დარჩა“

 

 

 

როდესაც ქართული კომპანიების გზით წასვლა გადაწყდა, ამით „Axis Towers-მა“ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. პროექტის მასშტაბების გამო, კონტრაქტორ კომპანიებს საკუთარი ცოდნის გაღრმავება, სიახლეების შესწავლა და მრავალმხრივ განვითარება მოუწიათ. „Axis Towers-ის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ცოდნა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას ქვეყნის გარედან შემოდიოდა, სწორედ ქართულ კომპანიებში ყოფილიყო კონსოლიდირებული; სწორედ ადგილობრივ სპეციალისტებს აეთვისებინათ ტექნოლოგიური სიახლეები და ეს გამოცდილება საქართველოში დარჩენილიყო.




პროექტში ჩართულ, თითქმის, ყველა კომპანიის ვებგვერდზე, საიმიჯოდ, „Axis Towers-ის“ პროექტს შეხვდებით. მეტიც, პროექტში მონაწილეობა პრესტიჟული და საამაყო აღმოჩნდა იმ გამოცდილი, უცხოური კომპანიებისთვისაც, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს „Axis Towers-ის“ აშენებაში. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, „რეინარსისთვის“, რომლისგანაც „Axis Towers-ის“ გუნდმა ალუმინის ვიტრაჟული სისტემები შეიძინა.


როგორც აღვნიშნეთ, ამ პროექტმა საქართველოში სამშენებლო სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. „Axis Towers-ის“ მშენებლობის დაწყებას თან მიჰყვა არაერთი საინტერესო პროექტი, რომლის ავტორებიც ცდილობდნენ, მოქცეულიყვნენ იმ მაღალ სტანდარტებში, რომელიც „Axis Towers-მა“ თავისთავად დააწესა. დაიწყო ერთგვარი ჯანსაღი შეჯიბრი, რაც, თავის მხრივ, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასარგებლოა. უკვე არამარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც გაჩნდა ახალი შენობები, რომლებიც, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.


რაც შეეხება ისევ „Axis Towers-სს“, მისი ასეთი წარმატებული დასრულება იმის დასტურია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში, ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით, ბევრად წინ არის და ბევრად დიდი სიმაღლეების მიღწევა შეუძლია.




თეგები:
Axis Tower



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up