„ახლა გარკვეული რეანიმირების პროცესია“ - რესტორატორთა ასოციაცია 2022 წლის შედეგებზე

„ახლა გარკვეული რეანიმირების პროცესია“ - რესტორატორთა ასოციაცია 2022 წლის შედეგებზე

access_time2022-12-29 16:00:52

პანდემიის და ჰორეკა სექტორის არაერთხელ სრულად დახურვის შემდეგ, პოსტპანდემიური 2022 წელი სექტორისთვის შთამბეჭდავი გამოდგა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს.

 

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ არა მხოლოდ პანდემიასთან, 2019 წელთან შედარებითაც კი, სექტორის ნაწილის ოპერირება წარმატებული იყო.

 

„შთამბეჭდავი, ასე შეიძლება შეფასდეს 2022 წელი ერთი სიტყვით. მით უფრო, რომ კოვიდის შემდეგ სექტორს დიდი პრობლემები ჰქონდა, ზრდა უფრო მოულოდნელი იყო. ეს ეხება, როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ასევე ტურისტულ ნაკადებს. შესაბამისად, სფეროსთვის წელი შეიძლება დადებითად შეჯამდეს“, - აცხადებს ბურჯანაძე.


 

მისი თქმით, რესტორნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფლაციაა.

 

,,ჩვენთვის გამოწვევაა ინფლაცია, რომელიც სფეროს ეხება, თუმცა სფეროს ფასები ვეღარ გაიზრდება, რადგან მომხმარებლის მხრიდან უარყოფითი უკუკავშირია. კოვიდ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მიმართულებებით ფასები შემცირდა, მაგრამ სარესტორნო სფეროში, რომელიც დიდწილად იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება, თუ გლობალური ინფლაციაც არ შემცირდა. ეს არის ერთიანობაში 2022 წლის რიცხვები და ის, რასაც სფეროზე ასახვა აქვს. ის, რაც 2020-2021 წელს სფერომ გადაიტანა, ახლა გარკვეული რეანიმირების პროცესია. პრობლემები რაც არსებობდა, გარკვეულად დარჩა, რადგან ზოგი სრულად გაკოტრდა და დახურა ფილიალები, მაგრამ დიდი ნაწილისთვის წელი დადებითი იყო, არამხოლოდ 2021 წელთან, არამედ პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც კი“ - განაცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up