ნატო უკრაინის თხოვნას საჰაერო სივრცის დახურვაზე არ ასრულებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიანიშნებს, რომ ნატო თუ ახლა არ დაეხმარა უკრაინას, შესაძლოა მის ღია კარში შესვლელიც კი აღარ დარჩეს.
"ახლა გვტკივა... ხელოვნური სუნთქვით დახმარება ახლაა საჭირო, როცა ადამიანს უჭირს. ვერ იტყვი – ჩვენი კარი ღიაა. ადამიანი, შეიძლება, ცოცხალიც აღარ იყოს. ამიტომ, რისი კარია ღია? იმ ქვეყნად მიმავალი. ჩვენ კი ჯერ ამ ქვეყნად სიცოცხლე გვინდა. ამიტომაც ვიბრძვით," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე NATO-ზე საუბრისას.
ლონდონში, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
ჰელსინკის კომისია — აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელსაც ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ევალება, მოუწოდებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, უკრაინა და საქართველო ნატოს არაწევრ ძირითად მოკავშირეებად(MNNA) აღიაროს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ცის დახურვას ნატოს 2 კვირაა სთხოვს.