ახლა რაც არ უნდა ვითომ ტენდერები და კვლევები ატარონ, ანაკლია გაშვებული შესაძლებლობაა - პაატა ცაგარეიშვილი

ახლა რაც არ უნდა ვითომ ტენდერები და კვლევები ატარონ, ანაკლია გაშვებული შესაძლებლობაა - პაატა ცაგარეიშვილი

access_time2022-09-13 10:00:46

მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება.


„მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირების და გადმოცემის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები. შესაბამისი კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს - ესაა პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების და განხორციელების შემდგომი შეფასება. ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია და ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დავიწყოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამინისტროს მიეცეს საშუალება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის“,  ამბობს მინისტრი.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა კომპანიამ MTBS - მა განახორციელა. მათ განაახლეს მანამდე არსებული კვლევების განახლებას მსოფლიოში მიმდინარე ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, ასევე მოამზადეს საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და რეკომენდაციები. მისი თქმით, ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება.


მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალ-ახალი ტენდერის გამოცხადების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, ტარდებოდა მილიონიანი კვლევებიც და მინისტრებიც აქტიურად გვარწმუნებდნენ სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა რამდენიმედღიანი დამაიმედებელი განცხადებების შემდეგ, პორტის საკითხი კვლავ დავიწყებას ეცემოდა.



რა მოლოდინები აქვთ ამჯერად დარგის სპეციალისტებს, ამ საკითხზე „კომერსანტთან“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ახლა მთავრობამ, ანაკლია უკვე გაშვებული შესაძლებლობაა და რაც მისი არსებობით დღეს შეეძლო ქვეყანას მიეღო, უკვე დაკარგულია. 


„ანაკლიის პორტის არსებობა უმნიშვნელოვანესია. 2020 წელს ჩვენ გავაჩერეთ ანაკლიის მშენებლობა, ეს მაშინ, როდესაც რუსეთს პარალელურად ჰქონდა ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გეგმა, უფრო ზუსტად ფინანსური გადაწყვეტილებაც კი ჰქონდა მიღებული. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტშიც კი ჰქონდა ჩასმული ამ ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება: 1. ვოლგა-დონის არხის გაფართოება, რომ გემებმა დაუბრკოლებლად იმოძრაონ. 2. კასპიის ზღვის ბოლოში გაუყინავი ახალი პორტის მშენებლობა. 3. ტამანის ნავსადგურის მშენებლობა. 4. კასპიის და შავი ზღვის შეერთების, ევრაზიის არხის პროექტი, ეს ცოტა გრძელპერსპექტივიანია, მაგრამ გეგმაში ჰქონდათ. მოხდა ისე, რომ ეს ოთხ პროექტი, რომელზეც რუსეთს ფინანსებიც კი მოძიებული ჰქონდა, ერთ დღეში ჩაიშალა. ეს პროექტები რუსეთისთვის ხერხემალი უნდა ყოფილიყო და აზიიდან ტვირთნაკადი გაეტარებინა კასპიის ზღვით თავისი პორტების გამოყენებით, თუმცა ერთ დღეს ჩაიშალა და არავინ იცის საერთოდ განხორციელდება თუ არა. წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ეს წლები არ დაგვეკარგა პოლიტიკური დაპირისპირების გამო და პირველი ეტაპი მაინც განგვეხორციელებინა, რაც ითვალისწინებდა საკონტეინერო გემების მიღებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში,  რუსეთის 4 პორტის პროექტის ჩაფუშვის შემდეგ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საქართველო.


მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა წლების წინ ანაკლიის განვითარების სიპპ-ის მიერ, რომ ხელახლა დაეთვალათ იქნება თუ არა ტვირთნაკდები, თან დაჩქარებული წესით. რაში გადავიხადეთ ერთი მილიონი ლარი ჩვენი ჯიბიდან, რასაც წლები დასჭირდა, თუ დაქირავებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ არ შეასრულა დავალება, მაშინ მათ უნდა მოვკითხოთ. დასკვნა ის არის, რომ პერიოდულად გამოვლენ, განაცხადებენ, რომ რაღაც შევქმენით, გავაკეთეთ, ვმუშაობთ, მაგრამ არ გამოდის. ახლა რაც არ უნდა ვითომ ტენდერები და კვლევები ატარონ, ანაკლია არის გაშვებული შესაძლებლობა“,  ამბობს პაატა ცაგარეიშვილი. 


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up