Visa-მ, MasterCard-მა, Western Union-მა, MoneyGram-მა, Payoneer-მა, Wise-მ, Transfergo-მ, Paysend-მა რუსეთის ფედერაცია დატოვეს. უკრაინული ონლაინ ბანკის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყნის ფინანსური სისტემის საგარეო ეკონომიკური აქტივობა პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი.
„დახმარება არავისგან არის მოსალოდნელი. ახლა ამ ტერიტორიაზე ფულის გადარიცხვა მხოლოდ მტრედებს შეუძლიათ“, - წერს ოლეგ გოროხოვსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ბანკირმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ რამდენჯერმე დაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადება, თუმცა, კრემლის ხელმძღვანელი ყოველ ჯერზე მას არ იღებს. თავის მხრივ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ფინანსურმა მარეგულირებლებმა დააწესეს აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ევროსა და დოლარის ბანკნოტების გაგზავნაზე.
გოროხოვსკი თვლის, რომ აგრესორი ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღო და ძირითადი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის. ამავდროულად, Western Union-მა, MoneyGram-მა, Ria-მ და IntelExpess-მა გამოუშვეს უკრაინაში ფულის საკომისიოს გარეშე გაგზავნის შესაძლებლობა, ხოლო PrivatBank-მა გააუქმა SWIFT გადარიცხვების დაკრედიტება საზღვარგარეთიდან.
psm7.com