„2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია,“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„აპრილის ექსპორტი, მოლოდინების შესაბამისად, ძლიერი იყო წინა თვეში კლების შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერი იყო იმპორტის ზრდა ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია,“- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტში საუბარია, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებაზეც.
„ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამოხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას. ჩვენი შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ამან შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს.
სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუ ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება,“-აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.