თუშეთში მდგრადი ტურიზმის განვითარბის თემაზე USAID პრეზენტაციას გამართავს

თუშეთში მდგრადი ტურიზმის განვითარბის თემაზე USAID პრეზენტაციას გამართავს

access_time2021-07-11 10:00:20

13 ივლისს საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში "USDAID ზრდა საქართველოში"-ს პროექტის მდგრადი  ტურიზმის  განვითარება თუშეთში  პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების მხარდასაჭერად. პროექტმა ადგილობრივი თემის ჩართულობით  გარემოსდაცვითი და რეგიონის  მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიზნები შეიმუშავა.


თუ რატომ აირჩა სამიზნე აუდიტორიად თუშეთი და რა არის მდგრადი განვითარების კონცეფია, ამ თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  USAID ZRDA Activity in Georgia–ის პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, თუშეთი შეირჩა იმიტომ, რომ ის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, ხოლო ახმეტა არის USAID Zrda- ს პრიორიტეტი და სამიზნე რეგიონი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროგრამა 5 თვიანია და 6 რეგიონში მუშაობს, მათ შორის ვართ საზღვრისპირა ზოლში განთავსებულ სოფლებში და ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, თუშეთი ამ მხრივ არ შერჩეულა, თუშეთი პირველ რიგში შეირჩა იმიტომ, რომ ჩვენი სამიზნე რეგიონი არის ახმეტა და კიდევ იმიტომ, რომ თუშეთი ტურისტული მიმართულებით მაღალი პოტენციალის მქონე ლოკაციაა, ხოლო ტურიზმი და სოფლის მეურნეობა არის ზუსტად ის სექტორები, რომლის  განვითარებაზეც ჩვენ ვმუშაობდით და  შესაბამისად ლოგიკური იყო, რომ თუშეთში გვემუშავა ისე აქტიურად, რომ თუშეთის პოპულარობა თავისი ბუნებით, ლანდშაფტით, გასტრონომიით, გეოგრაფიული მდებარეობით მაქსიმალურად გაგვეზარდა და განგვეხორციელებინა ყველა აქტიურობა იმისთვის, რომ თუშეთი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი ლოკაცია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ  ქართველი ტურისტებისთვისც.

მდგრადი ტურიზმის განვითარება ნიშნავს ისეთი ტიპის ტურიზმის განვითარებას, რომელიც ადამიანების ინტერესებს პასუხობს და სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური დოვლათის შექმნა, სოციალური შედეგი და გარმოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება. მსოფლიოში, მათ  შორის ახლომდებარე  ქვეყნებშიც, ჩვენ ბევრი მაგალითი გვინახავს იმისა, რომ ტურიზმი ვითარდება, ციფრები მიდის მაღლა, ამა  თუ იმ ლოკაციას ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, თუმცა იქ ფუჭდება ინფრასტრუქტურა, რადგან  ტურისტების გადანაწილება არ არის სათანადო და ინფრასქტურქტურაც იმდენად არ არის გამართული, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ  იქნება რესუსრსები გამოყენებული და როგორ იქნება დაცული ის ტერიტორია, რომელზეც  ამ  შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ თუშეთში ამ მოდელით გვემუშავა და სხვადასხვა ტიპის აქტივობები დაფანტული არ ყოფილიყო და უფრო სისტემური მიდგომა გვქონოდა და ყველა მხრიდან შევუტიეთ იმას, რომ თუშეთში ეკონომიკური კუთხითაც გაგვეკეთებინა პროექტები",  -  აღნიშნა ქეთევან ჭუმბურიძემ.

 

მისივე თქმით, მხოლოდ თუშეთში USAID ZRDA-მ ნახევარ მილიონზე მეტი ინვისტიცია განახორციელა. რაც  შეეხება მთლიანად ახმეტის რეგიონში გაკეთებულ ინვესტიციას, ეს თანხა  დაახლოებით 4  მილიონ ლარს  შეადგენს.  გარდა ამისა, ჭუმბირძე ამბობს, რომ USAID-ის ინვესტირებით ახმეტაში 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადანაც 45 მხოლოდ თუშეთშია.



„თუშეთში 45 სამუშაო ადგილი ალბათ 4500 ადგილს ნიშნავს, რადგან თუშეთში ძალიან ცოტა მოსახლეა, შესაბამისად ბიზნესიც ცოტაა, ამიტომ იქ  ყველა დახარჯული თეთრი ბევრად უფრო კარგი შედეგის მომტანია და ადამიანებისთვისაც უფრო კარგად დასანახია თუ როგორ უმჯობესდება იქ ბიზნესი. ჩვენ სხვადასვხა მიმართულებით დაახლოებით 170 -ზე მეტი ტრენინგის პროგრამა განვახორციელეთ, აქ საუბარია თემის წევრებზე, თემის  წევრები არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ეს არის ინდმეწარმე, შესაძლებელია იყოს კომპანია, შესაძლებელია ასოციაცია, ყველა ვინც იქ მუშაობს. ასევე ჩავატარეთ ტრენინგი ფონდების და ფინანსების მოძიების კუთხით, უნარჩვევების განვითარების კუთხით, ბიზნესებისთვის ჩატარდა ყველა ტიპის ტრენინგის, იმისათვის რომ მათი სერვისი  გაუმჯობესებული სახით მიეწოდოს ტურისტებს.

საგრანტო პროგრამების ფარგლებში აღიჭურვა არაერთი ბიზნესი, დაახლოებით  40  ბენეფიციარი გვყავს  საოჯახო სასტუმროების თუ სხვადასხვა სერვისის მიწოდების კუთხით.   ვიმუშავეთ მუზეუმთანაც იმ მიმართულებით, რომ არტეფაქტები შენახული იყოს და არ განადგურდეს. საცხენოსნო ტურიზმის კუთხითაც განვახორციელეთ ძალიან მასიური  სამუშაოები.

თბილისში და საფრანგეთში გვყავდნენ საცხენოსნო გიდები, რომლებმაც საცხენოსნო მიმართულებით გადავამზადეთ და ავღჭურვეთ ყველა საერთაშორისო სდანდარტის მიხედვით“, -  აღნიშნა ქეთევან ჭუმბურიძემ.

 

პროექტი USAID Zrda 2016 წლიდან ხორციელდება და როგორც ქეთევან ჭუმბურიძე ამბობს, მისი შედეგები უკვე თვალშისაცემია.

„რასაკვირველია შედეგები არის, ტურისტებს დახვდებათ მეტი განვითარებული ბიზნესი და უფორ მეტი ინფარსტრუქტურული პროექტი“, -  აღნიშნა ქეთევან ჭუმბურიძემ.

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up