აკრძალვა მხოლოდ ქართული საიტებისთვის?! - ქართული აზარტული თამაშების რეკლამა უცხოურ ვებგვერდებზე გადავიდა

აკრძალვა მხოლოდ ქართული საიტებისთვის?! - ქართული აზარტული თამაშების რეკლამა უცხოურ ვებგვერდებზე გადავიდა

access_time2022-07-12 13:00:23

აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მედიაში (სატელევიზიო, ასევე ნებისმიერი ტიპის ვებგვერდზე) არაეფექტური, ასევე არამართებული რომ იყო და ასეთი აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზარალებდა სარეკლამო ბაზარს, მედიასაშუალებების ფინანსურ დამოუკიდებლობას, ეს თავიდანვე ცხადი იყო, ცხადი იყო ისიც, რომ გლობალურ ქსელში, გაუკონტროლებელი აღმოჩნდებოდა უცხოური საიტები (როგორც აზარტული თამაშების ვებგვერდები, ასევე ის საიტები სადაც ქართული რეკლამები ისევ ტრიალებს). შედეგად, ლუდომანიასთან ბრძოლის სახელით დაწყებული „ბრძოლა“, მედიის წინააღმდეგ გალაშქრებადაც იქცა.


საქმე ისაა, რომ აკრძალვიდან 5 თვეში ფაქტია, რომ კანონპროექტი მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს შეეხო და უცხოურ საიტებზე (უბრალოდ გასართობ საიტებზე და არა აზარტული თამაშების ვებგვერდებზე) ქართული აზარტული თამაშების რეკლამირება გრძელდება. 


რეგიონული მაუწყებლების ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კანონპროექტი ძალიან ნაჩქარევად მიიღეს და გარდა იმისა, რომ მან მედია საშუალებებს დიდი პრობლემები შეუქმნა, კონტროლის პრობლემაც აშკარაა.



„თავიდანვე აშკარა იყო, რომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები მედიაში ვერ მოაგვარებდა იმ პრობლემებს რომლებიც ლუდომანებს აქვთ. ამას ჩვენი ალიანსი ვხედავდით ისე, როგორც უცხოეთში ხდება, გარდამავალი პრევენციის სახით და არა ასეთი ხისტი აკრძალვით. საბოლოოდ გამოვიდა რომ სამიზნე ჯგუფები არ არიან დაცული ამ რეკლამისგან, მედიამ კი უეცრად დაკარგა დიდი შემოსავალი. გამოდის, რომ ქართულ მედია სივრცეში გვაქვს აკრძალვა, თუმცა ეს არ ეხება უცხოურ მედია არხებს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ონლაინ კაზინოებს და აზარტული თამაშებით დაინტერესებულ ბიზნესს ეს აღარ აინტერესებს, რადგან მათ გამოსავალი ნახეს, გადაინაცვლეს ე.წ. ჩრდილოეთ სივრცეში და თავის მხრივ ეს ლუდომანებისთვის უფრო დიდი პრობლემა გახდა, დაზარალებული კი ისევ მედია აღმოჩნდა“, — ამბობს ნათია კუპრაშვილი.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე პრობლემას  არა კანონპროექტში, არამედ მის კონტროლში ხედავს.


„ინტერნეტ სივრცეში აუცილებელი იყო, რომ მომხდარიყო რეკლამის აკრძალვა ანუ ის სადაც წვდომა აქვთ არასრულწლოვნებს, როდესაც რთულია ამის გამიჯვნა, მაშინ სრულად აკრძალვის მომხრე ვარ. თუ კი დღეს მაინც გვხდება უცხოურ საიტებზე რეკლამა, აქ უკვე აღსრულებასთან გვაქვს პრობლემა და აუცილებელია მონიტორინგი და კონტროლი აქტიურად მოხდეს. თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ინტერნეტსივრცეში აკრძალულია რეკლამა, მართალია ეს რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მონიტორინგი, რადგან ინტერნეტსივრცე დიდია, თუმცა სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს, მისი ეფექტი ძალიან მცირე ექნება. განსაკუთრებით ისეთი უცხოური საიტები რომლებიც ხშირად მოხმარებადია ქართველების მიერ, ამის სტატისტიკა არსებობს, უნდა მოხდეს მისი მონიტორინგი და კონტროლი“, — აცხადებს „კომერსანტთან“ გიორგი კაპანაძე.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up