აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოსკოვში 9 ნოემბერს ორი ახალი დოკუმენტის გაფორმება იგეგმება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.
პირველი დოკუმენტი აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმინაცია-დემარკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე კი - საკომუნიკაციო ურთიერთობების გახსნას, კერძოდ, დერეფნის გახსნას, ასევე აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გზის გახსნას.
დოკუმენტები აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი