2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 376.1 მლნ აშშ დოლარის 37 660 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 8 თვეში კი, 228.6 მლნ აშშ დოლარის 30 450 ერთეულის.
მონაცემები ყველაზე მასშტაბურია 2014 წლიდან დღემდე. ანუ, მას შემდეგ, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე კონკრეტული მონაცემია ხელმისაწვდომი.
გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:
აზერბაიჯანი - 141.6 მლნ აშშ დოლარი ( 14 994 ერთეული)
უკრაინა - 71,7 მლნ აშშ დოლარი (7 473 ერთეული)
სომხეთი - 41,7 მლნ აშშ დოლარი (4 414 ერთეული)
ყაზახეთი - 31.7 მლნ აშშ დოლარი (3 489 ერთეული)
რუსეთი - 26.8 მლნ აშშ დოლარი (2 005 ერთეული )
ყირგიზეთი - 20.6 მლნ აშშ დოლარი (3 307 ერთეული)
ბელგია - 18.4 მლნ აშშ დოლარი (382 ერთეული)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5,773 ათასი აშშ დოლარის (76 ერთეული)
ტაჯიკეთი - 5,075 ათასი აშშ დოლარი ( 867 ერთეული)
ბელარუსი - 2,864 ათასი აშშ დოლარის ( 88 ერთეული)
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით რეექსპორტი გაზრდილია უკრაინაში. 2021 წლის 8 თვეში უკრაინაში 46,012 მლნ ლარის 6,703 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“