„ტვირთბრუნვა 70%-მდე, ამერიკიდან იმპორტი კი 30%-ით გაგვეზარდა, საიდანაც ძირითადად ავტომობილები შემოდის“ - CMA CGM Georgia

„ტვირთბრუნვა 70%-მდე, ამერიკიდან იმპორტი კი 30%-ით გაგვეზარდა, საიდანაც ძირითადად ავტომობილები შემოდის“ - CMA CGM Georgia

access_time2022-11-01 14:00:12

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსი [რკინიგზა] შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალის დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს“, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ გეგმავს საქართველო დახვდეთ გაზრდილ ტვირთბრუნვას და რამდენად არის მზად ქვეყანა ამ გამოწვევისთვის.


გადამზიდავი კომპანია CMA CGM Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი ჰამლეტ ჭანტურია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველო აზერბაიჯანის ტვირთების მნიშვნელოვანი გამტარი ქვეყანაა, რაც დღითი-დღე მზარდი ტვირთბრუნვით გამოირჩევა. მისი თქმით, გაზრდილი ტვირთების ნაკადის მისაღებად საქართველოს რკინიგზამ არაერთი ნაბიჯი გადადგა.



„მნიშვნელოვანად არის გაზრდილი ტვირთბრუნვა, მაგალითად ჩვენი კომპანიის მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ ტვირთნაკადების ზრდა 70%-ია, 30%-ით გაგვეზარდა საქართველოს გავლით ამერიკიდან ტვირთების იმპორტი, ძირითადად ეს არის ავტომობილები. საზღვაო ფასები 70-75%-ით შემცირდა და ამანაც გაიზარდა ჩინეთიდან ტვირთების შემოსვლა. დღეის მდგომარეობით, დამატებით ჩინეთიდან ვიღებთ თვეში მინიმუმ 2 ბლოკ-მატალებელს, რომელსაც შემდგომ გადავზიდავთ საზღვაო გზით ფოთიდან ევროპის მიმართულებით.


საქართველოს რკინიგზა ცდილობს ფეხი აუწყოს გაზრდილ ტვირთბრუნვას და მზად დახვდნენ. მაგალითად მათ ჰქონდათ პრობლემა ელმავლებთან დაკავშირებით, დამატებითი ტენდერები გამოაცხადეს, რათა არსებული მოეყვანათ მწყობრში და ახალი დაემატებინათ, იმისათვის რომ გაზრდილი ტვირთნაკადი დაეკმაყოფილებინათ. 80 ელმავალი ჰყავდათ და ყველას ვერ ემსახურებოდნენ, ეს ერთ-ერთი დამატებითი გამოსავალია რათა გავუძლოთ დიდ ტვირთნაკადებს. საქართველოს რკინიგზა დამატებით ნერგავს ონლაინ საბუთების სისტემას რაც უფრო გააუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას და სერვისს.


ახლაც აქტიურად გრძელდება მუშაობა და თუ აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნებიდან მოხდება კიდევ უფრო ზრდა, ვფიქრობ გავუმკლავდებით. მართალია გეოპოლიტიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი გავმხდარიყავით. არის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რისი მოგვარებაც კიდევ უფრო დიდი წისვლის შანს მოგვცემს. წინა წელთან შედარებით ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანიდან ტვირთნაკადების ზრდა 70%-მდეა. გარდა იმისა, რომ ვართ საზღვაო ხაზი, ჩვენ ვიღებთ ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან სახმელეთო ტვირთებს, ვამუშავებთ ჩვენივე ტერმინალზე და ვაგზავნით ევროპაში“,  აღნიშნავს ჰამლეტ ჭანტურია.


2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით - 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა.


თეგები:
CMA CGM Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up